Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
28-04-2014, 16:35
ნანახია: 1032

ქუთაისში პიარის გამო გაკეთებული სტადიონები ინგრევა...

   ქუთაისლების მოთხოვნაა აღდგეს რუსული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე  არსებული ფეხბურთის  მოედანი. სტადიონი დღეს "პარტია თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის კოორდინატორმა გოგი წულაიამ დაათვალიერა. 

   წულაიას განცხადებით, წინა მთავრობამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოედნები უხარისხოდ და სწრაფი რეჟიმის ფარგლებში გააკეთეა,  თითო მინი სტადიონისთვის ხარჯები  კი   დააახლოებით 100 00 ლარი იყო  მთავრობის ბიუჯეტიდან  გამოყოფილი. 

    -"ავტოქარხნის  მოედანზე,  სადაც თითო სტადიონის გაკეთებისთვის 100 00  ლარი დაიხარჯა, ხედავთ რა მდგომარეობაა, ამ ადგილს რამე ატყვია იმხელა თანხის?  სტადიონის ნაცვლად  ჩამოქონქილი და  მინგრეულ-მონგრელი, მილეწილ- მოლეწილი სტადიონი დაგხვდებათ , რომელიც ნაგვის ბუდედ არის გადაქცეული, არავინ ინტერესდება რაში დაიხარჯა ამდენი თანხა. დღევანდელი ხელისუფლების დიდი ნაწილი   იმის ნაცვლად, რომ ასეთი ფაქტები გამოიძიონ, თავად უგზოუკლოდ  ხარჯავს  ფულს რესტორნებში, ბენზინსა და პრემიებში. სჯობს ბიუჯეტიდან თანხები ახალგაზრდების კეთილდღეობას მოხმარდეს და ყველა მუნიციპალიტეტმა, სადაც 10  უსაქმური ადამიანი  ზის სულ ტყუილად -უბრალოდ, მათ უბანს მაინც მიაქციონ ყურადღება "- ამბობს  გოგი წულაია. 

   ადგილობრივი მაცხოვრებლები "ივერიონთან" საუბარში სტადიონის სავალალო მდგომარეობას აპროტესტებენ. მათ საპატრულო პოლიციასაც მიმართეს მოთხოვნით-კვირაში ერთხელ მაინც შეხედონ რა მდგომარეობაშია "ნასტადიონარი" და მიაქციონ ყურადღებ.ა

   -"ცოცხალი  ფაქტია, რომ მოედანი  უხარისხოდ გააკეთა მთავრობამ, ვიღაცის პიარის გამო, ხმები რომ დაეწერათ, სტადიონი 3  დღეში გაკეთდა. იმიტომომაც გაფუჭდა ასე მალე... არის მეორე მომენტიც,  ხალხი არ უფრთხილდება მოედნებს, ის კი არა,  მოედანზე დაგებული "ნოხი" იმ მოსახლეობამ წაიღო, ვისი შვილებიც ამ სტადიონზე თამაშობენ... მოიპარეს და სასაფლაოზე წაიღეს, ასევე ადგილობრივებმა დენი "ავტოფარეხებში "შეიყვანეს . ბავშვებს გვჭირდება სათამაშო  ადგილი . ვითხოვთ გაგვიკეთონ ახალი სტადიონი  და ჩვენ მივხედავთ მას,  ვიზრუნებთ მოედნზე . სკოლაში ტურნირები გვეწყება და დღეს ჩვენ სტადიონი არ გვაქვს,  რატომ უნდა გადავიდეთ სხვა უბანში, როცა ჩვენ ჩვენი გვაქვს, თუმცა საშინელ დღეშია" -ამბობს   გიორგი ნოზაძე.

დათო ცხავარაძე