Iverioni
«    თებერვალი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
თებერვალი 2021 (8)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
28-04-2014, 17:22
ნანახია: 801

დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის 107-მილიონიან პროექტი  იწყება

    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო  დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის 107-მილიონიან პროექტს  იწყებს. 

   მსგავსი გრანდიოზული  მშენებლობა სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში   პირველად განხორციელდება. 

იძულებით გადაადგილებულ პირთა გრელვადიანი განსახლებისათვის  საცხოვრებელი კორპუსები ქ. თბილისში, კრწანისის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე  აშენდება.  

   დევნილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძის განცხადებით, დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისათვის უპრეცენდენტოდ მასშტაბური პროექტი განხორციელდება.

    "აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციიდან 20 წლის  შემდეგ, ჩვენი  თანამემამულეების დევნილობის მანძილზე პირველად,  "ქართული ოცნების" ხელისუფლება იწყებს უპრეცენდენტოდ მასშტაბური პროექტის განხორციელებას დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით.  დღეს, სამინისტროს სატენდერო კომისიამ  თბილისში, კრწანისის დასახლებაში,  რვა 22-სართულიანი სახლის მშენებლობის შესახებ, სახელმწიფო შესყიდვაზე გამოაცხადა ტენდერი .  ეს არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში დადიანების სასახლეში საზოგადოებასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.  პროექტის ღირებულებაა 107 მილიონი  ლარი,   გათვალისწინებულია 2088 საცხოვრებელი ბინა.   მშენებლობის ხანგრძლივობაა 2 წელი და 2016 წლის ზაფხულში დასრულდება,"- განაცხადა დავით დარახველიძემ. 

   მშენებლობის მასშტაბებიდან გამომდინარე  პროექტი სამ ნაწილად დაიყო. დღეს, მშენებლობის პირველი ეტაპისათვის,  სამინისტრომ 56 573 986 ლარის  ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. მეორე  დ მესამე ეტაპი გამოცხადდება მას შემდეგ,  რაც პირველ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ორთვიან ვადაში მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს დაასრულებს. 

   პირველ  ეტაპზე ოთხი 22-სართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც საცხოვრებელ ფართს  1032 დევნილი ოჯახი მიიღებს.

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მშენებლობაზე დასაქმებულთა  80%-ს  საქართველოს მოქალაქეები და მათ შორის უპირატესად დევნილები შეადგენდნენ. 

   ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა კონკურენციისა და სახელწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხორციელდება, რომლის  ვებ-გვერდის მისამართია www.procurement.gov.ge.  

 

   სამშენებლო კომპანიებს ტენდერში მონაწილეობისათვის  განაცხადის შევსება, მითითებულ გვერდზე, სტანდარტულად 20 დღის ვადაში შეეძლებათ.