გიორგი გაბედავა:-"ეკლესიასთან ომი წაგებული ომის დაწყებას ნიშნავს"

გიორგი გაბედავა:-"ეკლესიასთან ომი წაგებული ომის დაწყებას ნიშნავს"

   უფლებადამცველი გიორგი გაბედავა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ეხმიანებს და იმ ადამიანების პროტესტს უერთდება, რომლებიც კანონის ამ ფორმით მიღებას აპროტესტებენ.

   -"დღეს საქართველოს პარლამენტი განიხილავს ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს, მეორე მოსმენით. სრულიად ვეთანხმები მისი უწმინდესობის პოზიციას, რომელიც გამყარებულია მტკიცე არგუმენტებით. ამ კანონპროექტის უკან სულ სხვა რამ დგას! ეს გამოიწვევს სერიოზულ უკმაყოფილებას საზოგადოებაში და არ გამოვრიცხავ დაპირისპირებასაც! ყველა პარლამენტის წევრს მინდა მოვუწოდო - ნუ წახვალთ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ! ისედაც ბევრს ითმენს ჩვენი საზოგადოება, არ მოვყვები თავიდან, ყველა მიხვდება... გონს მოეგეთ და დაუდექით იმ პარლამენტარებს, ვინც სწორ პოზიციას იზიაერებს. გონს მოდით! ეკლესიასთან ომი წაგებული ომის დაწყებას ნიშნავს... ვუერთდები იმ ხალხს ვინც აპროტესტებს ამ კანონის ამ ფორმით მიღებას".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: