ლევან იზორია: 112-ში არამიზნობრივმა ზარებმა იკლო

ლევან იზორია: 112-ში არამიზნობრივმა ზარებმა იკლო

112-ში არამიზნიბრივმა ზარებმა იკლო. ამის შესახებ  შს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. იზორიას განცხადებით,  არამიზნობრივი ზარის განხორციელებაზე მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმის დაწესებამ შედეგი გამოიღო. ფაქტიურად, ასეთი ტიპის ზარები საერთოდ შეწყდა და არამიზნობრივი ზარის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. 

როგორც იზორიამ საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა, "112"-ის არამიზნობრივი გამოყენება 1500-ლარიან ჯარიმას იწვევს.

დღეს კომიტეტმა პირველი მოსმენით, შსს-ს მიერ მომზადებული, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტი განიხილა. პროექტი საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმებზე დარიცხული საურავების შემცირებას ითვალისწინებს. ამავე ცვლილებებით, ძალოვანთა მოთხოვნისადმი, ან მათ მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ჯარიმის ქვედა ზღვარი 400 ლარი იქნება. უცვლელი რჩება ფულადი სანქციის ზედა ზღვარი, რომელიც 2 000-ლარს შეადგენს. კანონპროექტის მიხედვით, 4-თვემდე იზრდება ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ვადა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: