მეწარმეობის განვითარების სააგენტო დამწყებ მეწარმეებს 150 მილიონი დოლარით დააფინანსებს

მეწარმეობის განვითარების სააგენტო დამწყებ მეწარმეებს 150 მილიონი დოლარით დააფინანსებს

   მეწარმეობის განვითარების სააგენტო ივნისიდან იმპლემენტატორი ორგანიზაციის შესარჩევად ტენდერს გამოაცხადებს, თავად უწყება კი მაისიდან ამოქმედდება. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ როგორც ბანკებს, ისე მიკროსაფინანსო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. 

   ერთ–ერთი პროდუქტი, რომელზეც მუშაობა მიდის, არის რეგიონებზე და მიკრო ბიზნესზე გათვლილი პროგრამა, რომლის მიხედვითაც რეგიონებში ხელი შეეწყობა მცირე მეწარმეებეობის განვითარებას მიკრო გრანტების გაცემის სახით. ჯამში მცირე ბიზნესის მხარდაჭერისათვის გრანტის სახით 3.5 მილიონი დოლარის გაცემაა დაგეგმილი. ერთი გრანტის მოცულობა კი დაახლოებით 3.500 დოლარი უნდა იყოს თანამონაწილეობით.

   სააგენტო 3 წლის განმავლობაში დამწყებ მეწარმეებს 150 მილიონი დოლარით დააფინანსებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: