საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 23 წელი შეუსრულდა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს  23 წელი შეუსრულდა

დღეს ქართული არმიის დღეა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს  23 წელი შეუსრულდა.  პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი.

1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: