"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტის განხილვა გადაიდო

"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტის განხილვა გადაიდო

"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტი დღეს აღარ განიხილავს. საპარლამენტო უმრვალესობის წევრთა განმარტებით , იმის გამო, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენისთვის პლენარული სხდომაზე გასატანად მზად არ არის, მასზე მუშაობა ხვალ ან ზეგ განახლდება.

ვიცე სპიკერ მანან კობახიძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი კანონპროექტზე გუშინ გვიან ღამემდე მუშაობდა, ამიტომ საბოლოო ვარიანტი დღეისთვის მზად არ არის. 

"კომიტეტმა გუშინ მუშოაბა ღამის 12 საათზე დაასრულა. კანონპროექტზე მუშაობას სჭირდება გარკვეული დრო. ამიტომ დღევანდელ სხდომაზე გასატანად მზად არ არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კვირაში, ხვალაც გვქონდეს სხდომა და კანონპროექტს ისევ დავუბრუნდებით", -განაცხადა ჟურნალისტებტან მანანა კობახიძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: