ირაკლი ღარიბაშვილი:-"ჩვენ ცოდვაზე არ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქვეყნის განვითარებაზე და ჩვენ ამ კანონს მივიღებთ"

ირაკლი ღარიბაშვილი:-"ჩვენ ცოდვაზე არ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქვეყნის განვითარებაზე და ჩვენ ამ კანონს მივიღებთ"

   პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანტიდისკრიმინაციული კანონთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

   -"რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კანონს მივიღებთ. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ ჩვენი ხელისუფლება და პირადად მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ არასოდეს მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთოებას ან ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს და ფასეულობებს. ქართველმა ხალხმა კარგად უნდა გაიგოს, რომ აქ საუბარია აბსოლუტურად განსხვავებულ მიდგომებსა და ღირებულებებზე. რაც შეხება საპატრიარქოს განცხადებას, ჩვენი პატრიარქი არის ბრძენი ადამიანი და მან კარგად იცის, რას აკეთებს, მაგრამ ჩვენ ამავდოულად კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ საით მივდივართ. ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ ერთხელ და სამუდამოდ თანამედროვე, ცივილიზებული და ძლიერი სახელმწიფო. თუ ჩვენ ამაზე ვთანხმდებით, რომ გვინდა მივიღოთ მოდერნიზებული ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა თუ სხვა სფეროები, მაშინ აღარ უნდა იყოს ამაზე საუბარი. ამას გარდა, მთავარი მონაპოვარი, რომელიც ჩვენ გვექნება უახლოესი ორი წლის განმავლობაში და რაც არის მთავარი მოთხოვნა, რომ მივიღოთ ეს კანონპროექტი, ეს არის უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. შეგახსენებთ, რომ მოლდოვამ რამდენიმე დღის წინ უკვე აამოქმედა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ჩვენ შეგვიძლია, იგივე მივიღოთ ორ-სამ წელიწადში. რაც მთავარია, ამ კანონის მიღებით ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ ვართ ძლიერი ერი, ძლიერი სახელმწიფო და არ გვეშინია, თუნდაც რაღაც ცოდვაზე იყოს საუბარი. ჩვენ ცოდვაზე არ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქვეყნის განვითარებაზე. მით უმეტეს, მართლმადიდებელ ქრისტიანს არასოდეს ეშინოდა ამა თუ იმ ცოდვის. ეს არის ჩვენი ძლიერება და უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ მოწოდებულები ვართ, ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: