Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
1-05-2014, 04:03
ნანახია: 758

ნინო ბურჯანაძე:

   "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა კოალიციის მომდევნო გაფართოების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა:

   "ჩვენ გვაქვს ძალიან ჩამოყალიბებული პოზიცია, ყველა პოლიტიკურ ძალასთან გვქონდა კონსულტაციები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ამოცანა არის არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება, არამედ ის, რომ ჩვენ საპარლამენტო არჩევნებს ძალიან ძლიერად შევხვდეთ, ყველა იმ აუცილებელი, თუნდაც მინიმალური ატრიბუტით, კომისიის წევრი იქნება ის, თუ თავისუფალი საეთერო დრო, რომელიც სჭირდება საპარლამენტო არჩევნებს. სწორედ აქედან გამომდინარე იყო ყველა ჩვენი წინადადება განხილული და არა იქედან გამომდინარე, რომ ვინმეს რაიმე ამბიციები აწუხებს. ასე რომ, ვისაც აქვს ხელისუფლებაში მოსვლის  გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი გეგმა, ამ ადამიანებს უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და არიან ჩვენს კოალიციაში, ვინც შეიცვლის თავიანთ გადაწყვეტილებას, ამაზეც შეგვიძლია ვიფიქროთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის მთავარია გრძელვადიანი პერსპექტივა და არა ის, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია გადავარჩინოთ, იმისათვის, რომ მერე ხელისუფლებას ევაჭროს."