Iverioni
«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
სექტემბერი 2020 (5)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
1-05-2014, 11:58
ნანახია: 619

შსს-ს წარმომადგენლებმა საერთაშორისო სამეთაურო-სამაგიდო სავარჯიშო წარმატებით დაასრულეს

   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ევროკავშირის მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ორგანიზებული პროგრამა PPღD Eასტ-ის ეგიდით გამართული რეგიონალური სამეთაურო-სამაგიდო სავარჯიშო წარმატებით დაასრულეს.

   ღონისძიებაში საქართველოს შს სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბელარუსის და მოლდოვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

   პრაქტიკულ მეცადინეობებზე მხარეებმა ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვის უწყებებთან და საგანგებო სიტუაციების მართვის საკოორდინაციო ცენტრთან თანამშრომლობის და კოორდინაციის პრინციპებზე იმსჯელეს. მათ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების, საძიებო-სამაშველო და სამედიცინო ჯგუფების მოთხოვნა-მიღების მექანიზმებზე იმუშავეს და ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ასევე განიხილეს საერთაშორისო მედიის და სხვადასხვა ქვეყნის უწყებების პრესსამსახურების ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

   უწყებების მუშაობას მონიტორინგს უწევდნენ ევროსაბჭოს კომისიის წარმომადგენლები, PPღD EAშთ-ის პროგრამის ექსპერტთა ჯგუფი და მისი ლიდერი სერგეი ანაგნოსტი, ასევე, მოწვეული ექსპერტები საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, გერმანიიდან და რუმინეთიდან, რომლებმაც დადებითი შეფასებები მისცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებების მიერ ჩატარებულ სამუშაოს და მონაწილეებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს. საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და სერგეი ანაგნოსტიმ პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.