აქცია პარლამენტთან

აქცია პარლამენტთან

 ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან იპოთეკით დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თავიანთი პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ. მათ გადაკეტეს შენობასთან მისასვლელი სამანქანო გზა.

  "ყურადღებას არავინ გვაქცევს. ვითხოვთ პარლამენტისგან ჩვენი საკითხის სასწრაფოდ გადაწყვეტას. მოვუწოდებთ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ხალხის ხმა ყურად იღოს, თუ არადა, არავითარ შემთხვევაში არ დავიშლებით, რაც ძალიან ცუდ შედეგებამდე მიფვიყვანს", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

   აქციის მონაწილეთა განცხადებით მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ფართომაშტაბიან აქციას გამართავენ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: