დღეს პრემიერ-მინისტრს იმერეთში ელოდებიან

დღეს პრემიერ-მინისტრს იმერეთში ელოდებიან

   საქართველოს პრემიერი რეგიონული ტურნეს ფარგლებში ზესტაფონში დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნობა და არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას უშუალოდ დევნილებისგან მოისმენს. 

   ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ სვირში საშუალო სკოლის მშენებლობას დაათვალიერებს, რის შემდეგაც თერჯოლის რაიონის სოფელ გოგნში წმინდა გიორგის სახელობის "გოგნის კარუგდებლის" ტაძრის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნობა. 

   დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის შეხვედრა იმერეთის რეგიონის მედიკოსებთან. მთავრობის მეთაური რეგიონის სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გააცნობს. 

   ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისსაც ეწვევა და  წყალშემკრები ნაგებობის მშენებლობასაც დაათვალიერებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: