რუსთაველის „მთავარი მხატვარი“ ანტიტერორისტულ ოპერაციებს იწყებს

რუსთაველის „მთავარი მხატვარი“ ანტიტერორისტულ ოპერაციებს იწყებს

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა საქარველოში "სამოქალაქო ანტიტერორისტული კომიტეტი“ დააფუძნა. კომიტეტის დამფუძნებლები ასევე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი რომან გვენცაძე და უშიშროების გადამდგარი გენერალი ზურაბ ბაქრაძე არიან.

როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ თენგიზ კიტოვანმა, „ივერიონს“ განუცხადა , "სამოქალაქო ანტიტერორისტული კომიტეტი“ ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით, სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობას და ერთობლივი ღონისძიებების გატარებას გეგმავს.

ორგანიზაციის წესდებაში მითითებულია, რომ ანტიტერორისტული კომირტეტის მთავარი მაზანი, ეროვნულ-ჰუმანისტული ტრადიციების გათვალისწინებით, თანამედროვე სამართლევრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ტერორიზმისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და საფრთხეების შემცირება იქნება.

ორგანიზაცია, ასევე მიზნად ისახავს, კორუფციის,  მათ შორის, ელიტარული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და საერთაშორისო ანტიტერორისტული ურთიერთობების გაღრმავებას.

არასამეწარმეო- არაკომერციული იურიდიული პირი, „საქართველოს ანტიტერორისტული კომიტეტი“ ოფიციალურად, მიმდინარე წლის თებერვალში დაფუძნდა, თუმცა ორგანიზაციის შექმნის შესახებ,  განცხადება დამფუძნებლებმა ორი დღის წინ გააკეთეს.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი, რუსეთიდან საქართველოში 2012 წლის დეკემბერში დაბრუნდა. ის საქართველოში დარჩენას და მიმდინარე პროცესებში ჩართვას აპირებს.

მირანდა ჭარხალაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: