Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
4-05-2014, 00:43
ნანახია: 2386

დემურ გიორხელიძე:-

   ანტიდისკრიმინაციული კანონი მიღებულია. ვნებათაღელვა არ შენელებულა. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებამ პოლიტიკოსების თუ არასამთავრობო სექტორისა წარმომადგენლების არაერთი შეფასება მოისმინა. რას ფიქრობენ ექსპერტები და როგორ აფასებენ ისინი შექმნილ მდგომარეობას? ამის გასაგებად  "ივერიონი" ექსპერტს დემურ გიორხელიძეს გაესაუბრა.

-ბატონო დემურ, პარლამენტის მიერ მიღებული  ანტიდისკრომინაციული კანონის შემდეგ, დასუსტდა თუ არა  ,,ქართული ოცნების" ავტორიტეტი საზოგადოებაში და აისახება თუ არა ის მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე?

   -მე არ მგონია, რომ ამ კანონპროექტს რაიმე ავტორიტეტი შეეძინა ,,ქართული  ოცნებისთვის", თუ რა დააკლო, მალე გამოჩნდება. მოსახლეობის  წინასაარჩევნო განწყობაზე თუ ვიმსჯელებთ,  ისინი  ჯერ კიდევ ილუზიაში არიან და ხმას ,,ოცნებას"  მისცემენ. ამით დადასტურდება, რომ ხალხს ობიექტური საარჩევნო კრიტერიუმები არ გააჩნია და მათი დინება ინერციულია.  არადა ,,ოცნებამ" იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ საზოგადოება უნდობლად უნდა განწყობილიყო. 

- როგორ ფიქრობთ, შეიცვლება თუ არა საქართველოში პოლიტიკური ბალანსი?

-პოლიტიკური ბალანსი მაშინ შეიცვლება, თუ გაჩნდება ახალი პოლიტიკური სუბიექტები - პოლიტიკური გაერთიანება და იმოქმედებს კოორდინებულად.  საქართველოში მანამ იარსებებს  პოლიტიკური დისბალანსი, სანამ ჩვენი მოქალაქეები  ძებნას დაუწყებენ  ბელადსა  და მარჩენალს და არ აირჩევენ  მსოფლმხედველობის მიხედვით.

-ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება  ხომ არ შექმნის 17 მაისს გეიაღლუმის ჩატარების წინაპირობას?

-ამ კანონის პირველ მუხლში ცუდი ჩანაწერია დატოვებული, რომელიც საქართველოს ნებისმიერ ფიზიკურ პირზე შეიძლება გავრცელდეს. ადგილობრივს თუ უცხოეთიდან შემოსულ ,,უმცირესობის"  წარმომადგენელს შეუძლია ჩაატაროს აქცია თუ აღლუმი, ხოლო მის ხელისშემშლელს სანქციები დაეკისრება. ბოლოს შეიცვალა ამ კანონში რაღაც-რაღაცები, მაგრამ ის მაინც არ უნდა ამოქმედდეს!  აბსოლუტურად გაუგებარია, რისთვის დასჭირდათ ამ კანონის ,,შემოგდება"  მაშინ, როცა საქართველოს კონსტიტუციაში ერთი სიტყვაც კი არ წერია მათ დისკრიმინაციაზე. ამგვარი კანონი იმ ქვეყნებშია საჭირო, სადაც დისკრიმინაციული პოლიტიკა ტარდება. პროვოკატორია ის, ვინც ამბობს, რომ საქართველოში ოდესმე ,,უმცირესობა" დაჩაგრულა. ასეთი ხალხი 400 წელია აქ მშვიდად ცხოვრობს.  ჩემი აზრით, ამ კანონის  ,,შემოგდებით"  საქართველოში , მავანს აინტერესებდა, ჩაყლაპავდა თუ არა ამას ქართული კულტურა და ტრადიცია. მხოლოდ თვითმკვლელ პოლიტიკოსებს  შეეძლო ასეთი კანონით პროვოცირება და ინერპრეტირება. მათ აქვთ ლოკალური დავალებები, ისინი  ,,პატრონის" დახმარებით მოხვდნენ  პარლამენტში, გააკეთებენ თავიანთ საქმეს და წავლენ. 

-სასულიერო პირების აქტიურობამ  აიმაღლა თუ შეისუსტა  ავტორიტეტი მართლმადიდებელ  მრევლში?

-ვფიქრობ, სასულიერო პირები უფრო ორგანიზებულნი უნდა იყვნენ და საერო ხელისუფლების მიერ ბოძებულ სიამეზე არ უნდა იყვნენ ორიენტირებულნი.  ზოგს  სარწმუნოება ,,ფეხებზე ჰკიდია".  ჩვენი ეკლესია 17 საუკუნეა მძიმე ჯვარს ეზიდება და ეს დღე ერთ-ერთი უმძიმესია მისთვის. 

-ანტიდისკრიმინაციული კანონის დღევანდელი შინაარსით მიღება, თქვენი აზრით, არის თუ არა იმის წინაპირობა, რომ მომავალში ხელისუფლება სხვა ანტისახელმწიფოებრივ კანონპროექტებსაც შემოგვთავაზებს?

-ამ კანონპროექტის პირველი ვარიანტი ნამდვილად იყო ნიადაგის მომზადება სხვა უფრო ძლიერი ნაბიჯების გადასადგმელად, რომლითაც უნდა მიგვეღო ის სავალალო შედეგები , რაც ხდება ამერიკისა  და ევროპის ზოგ ქვეყანაში.  ამ კანონის ინიციატორები პირველად მაშინ შეცდნენ, როცა ეგონათ, რომ ქართულ საზოგადოებაში ბევრ საყრდენს იპოვიდნენ. თუმცა აჩევნებზე ხალხი ისევ შეცდება და ხმას მისცემს  ,,პატრონის"  მიერ მითითებულ კანდიდატს. ამ სახადსაც მოვიხდით და  ალბათ გავალთ ნათელ გზაზე. 

-აი, დამტკიცდა ეს კანონპროექტი. გამოდის, რომ ევროკავშირის კარები შევაღეთ?

 - გამორიცხულია!  ეს ზღაპარია! ეს გონებაშეზღუდული ადამიანის პერსპრქტივაა! ეს საკითხი ასე დღეს არ დგას და არავინ უწყის, დადგება თუ არა. საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა თავისი სიღარიბით, განათლებით, მეცნიერებით... ასეთი ქვეყანა ევროკავშირის სარჩენი გახდება. ევროკავშირი რომ პრობლემებს არ ხსნის, კარგად გამოჩნდა ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითზე.  ლიტვა-ლატვიაში პრობლემებია, პერსპექტივა იქაც არ არსებობს. თუ ქვეყანა საკუთარ განვითარებაზე არ არის ორიენტირებული, ევროკავშირი რას უშველის?!  ასეთივე ილუზიაა ევრაზიულ კავშირში შესვლის მცდელობა.  საუბარი ალტერნატივაზე, ევრო თუ ევრაზიული კავშირი, ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება იმ დონეზეა, როცა ოსმალოსა და სპარსს შორის აკეთებდა არჩევანს. ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ!

ესაუბრა

ია ჯღარკავა