NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

NDI  საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI - მ დღეს, 2014 წლის აპრილის თვის მიხედვით, საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები სასტუმრო „ქართიარდ მარიოტში“ წარმოადგინა. ორგანიზაციამ ქვეყანაში საზოგადობრივი აზრის კვლევა რამდენიმე მიმართულებით გაანხორციელა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65%  საქაართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას  უჭერს მხარს, ხოლო ევრაზიის კავშირში გაწევრიანებას 16% ემხრობა. გამოკითხულთა 50%-ს მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, რაც გასული წლის კვლევების შედეგებთან შედარებით, 36%-ით გაზრდილია.

გამოკითხულთა 41 %- სთვის ადგილობრი ხელისუფლების მიერ გატარებული  ცვლილებები მისაღებია, 21 % კი, თვითმმართველობის ცვლილებებს საერთოდ არ ეთანხმება. 

NDI - ს წინა კვლევასთან შედარებით, მიმდინარე წლის აპრილის კვლევის თანახმად, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

კითხვაზე, რომელი სამი რეფორის განხორციელებას მოელით მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყველაზე მეტი რესპოდენტი ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს, მომდევნო ადგილებს კი შესაბამისად, სოფლის მეურნეობის, განათლების, შრომის კოდექსის რეფორმა, სასამართლო, საგადასახადო, საარჩევნო, ადგილობრივი თვითმმართველობების, სასჯელაღსრულებისა  და მედიის რეფორმა იკავებენ.  ამ ჩამონათვალში, საკონსტიცუციო რეფორმის აუცილებლობას გამოკითხულთა ყველაზე მცირე რაოდენობა ემხრობა.

მირანდა ჭარხალაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: