"მოქალაქე" კვლევის პირველ შედეგებს სავარაუდოდ, სამ თვეში გამოქვეყნებს

"მოქალაქე" კვლევის პირველ შედეგებს სავარაუდოდ, სამ თვეში გამოქვეყნებს

   არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" ქართული მედიის სანდოობის ხარისხის შეფასებისა და საქართველოში მედიაგარემოს შესწავლის მიზნით, კომპლექსური კვლევის ჩატარებას გეგმავს და განცხადებას ავრცელებს:

   "ეს არის უპრეცედენტო პროექტი, როგორც წესი, მედიაგარემოს შესწავლა მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხდება, ეს პროექტი კი პერმანენტული ხასიათის იქნება და სულ ცოტა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. კვლევა იქნება მულტიკომპონენტური და მოიცავს როგორც ხარისხობრივ, ისე რაოდენობრივ საფეხურებს; გაანალიზდება ბეჭდვითი და ელექტრონული მედია და შესწავლილ იქნება საზოგადოებისა და ექსპერტთა განწყობები.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოქალაქემ"" პარტნიორად აირჩია მსოფლიოს უმსხვილესი კვლევითი ორგანიზაცია თNშ, რომელმაც საქმიანობა დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ 1946 წელს.  დღეს ორგანიზაცია  80-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და დასაქმებული ჰყავს 15000-ზე მეტი სპეციალისტი.თNშ-იპოლიტიკურ, მედიისა და  სოციალურ კვლევებში მსოფლიო ლიდერია და ცნობილია როგორც კვლევითი პარტნიორი, რომელიც მსოფლიო პოლიტიკურ და ბიზნესკორპორაციებს სანდო და კომპეტენტურ  მონაცემებზე დაყრდნობით აწვდის პრაქტიკულ ანალიზსა და რეკომენდაციებს. თNშ-ის კლიენტები არიან როგორც სამოქალაქო სექტორი, ისე სამთავრობო უწყებები, პოლიტიკური პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მსხვილი საერთაშორისო თუ ეროვნული ინსტიტუტები. 

ქართული მედიის კვლევის პროექტს უხელმძღვანელებს თNშ Oპინიონ , რომელიც განთავსებულია ბრიუსელში. თNშ Oპინიონ  საქართველოში რამდენიმე წელია, ახორციელებს კვლევით პროექტებს და კარგად იცნობს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. პროექტის განხორციელება დაიწყება უახლოეს პერიოდში და პირველი შედეგები, სავარაუდოდ, სამ თვეში გამოქვეყნდება" - ნათქვამია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: