დავით უსუფაშვილსაც უსმენენ?!.

დავით უსუფაშვილსაც უსმენენ?!.

   "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, მოსასმენი აპარატურა დამონტაჟებულია პარლამენტშიც და უშუალოდ დავით უსუფაშვილის ოთახში.

   -"ალბათ ყველას გახსოვთ რამდენიმე თვის წინ ძალიან უცნაური კამპანია, როცა საქართველოში ყველა მოზარდს ერთად გაუჩნდა სურვილი დაერეკა 112-ში და შეეტყობინებინა ბომბის არსებობის თაობაზე. მე მახსოვს კოლონებად როგორ დარბოდნენ სამართალდამცველები ერთი ტელეკომპანიიდან მეორე ტელეკომპანიაში, გამოსარკვევია სწორედ ამ დროს ხომ არ მოხდა მოსასმენი აპარატურის დამონტაჯება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მოსასმენი აპარატურა დამონტაჟდა პარლამენტშიც და უშუალოდ დავით უსუფაშვილის ოთახში. ამიტომ, მე მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ არასერიოზული კი არ დაარქვან, არამედ თავისი თავიც დაიცვან და დააჩქარონ გამოძიება"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: