ცესკო-ს "ნაციონალური მოძრაობისთვის" 5 ნომრის მინიჭებაზე უარი არ უთქვამს

ცესკო-ს "ნაციონალური მოძრაობისთვის" 5 ნომრის მინიჭებაზე უარი არ უთქვამს

   "ნაციონალურმა მოძრაობამ" განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 5 მაისს საარჩევნო ბლოკმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომლის შემადგენლობაში გაერთიანებულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ქრისტიან კონსერვატიულ პარტია", წერილობით მიმართა ცესკო-ს არჩევნებში რიგითი ნომერი "5"-ით მონაწილეობის შესახებ. თუმცა აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი მიიღო. ამ განცხადებას გამოეხმაურა ცესკო-ს სპიკერი ეკა აზარაშვილი, რომლის თქმით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" 5 ნომრის მინიჭებაზე უარი არ უთქვამს.

   -"საკრებულოს არჩევნებისათვის თუ ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. ვინაიდან ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემადგენლობაში ერთი პარტია აკმაყოფილებს ამ პირობას, ხოლო მეორე არა, ასეთ შემთხვევაში ეს საკითხი გადაწყდება ცესკოს მიერ",– განაცხადა აზარაშვილმა.

   აზარაშვილის განცხადებით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცესკო-ში სხდომა 16 მაისს გაიმართება, "ნაციონალური მოძრაობა" კი ცესკო-ს უარის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: