Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
11-05-2014, 10:17
ნანახია: 1247

    "ჩემი ორი შვილით მანქანას ბორბლებში  შეუვარდები, სხვა გზა არ დამრჩენია"

"ივერიონს" ახალგაზრდა ქალბატონი დაუკავშირდა და მისი მონაყოლის გავრცელებაში დახმარება ითხოვა, იქნებ თქვენგან მაინც გაიგონ იმ ადამიანებმა, რომელსაც ამდენი წელია სათქმელს ვეუბდებიო. ორი არასრულწლოვანი შვილის დედა, შორენა თევზაძე უკვე 2  წელია ხელისაუფლებას გარდაცვლილი მეუღლის ვასილ ცხელიშვილის საქმის  გამოძიებას თავიდან სთხოვს. 

   "ჩემს მეუღლეს ღამით თბილისიდან მომავალი ტაქსის მძღოლი დაეჯახა და გარდაცვლილი ქუჩაში დამიტოვა. მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ გამოძიება არ დასრულდა. დღემდე არავინ დასჯილა. მე ვითხოვ ობიექტურ გამოძიებას და მკვლელის დასჯას. 35 წლის ასაკში დავქვრივდი. ვარ ინვალიდი, ორი შვილი მყავს- გოგონა და ვაჟი. ვის მივმართო აღარ ვიცი. ადამიანი მოკლა, ჩიტი ხომ არა? დამინგრია ოჯახი და პასუხს არავინ აგებს ამაზე. როგორ გავზარდო ორი ობოლი? გამოძიებამ კი საქმე დამიხურა, რამდენჯერმე მოვითხოვე ამ საქმის ხელახალი გამოძიება, რა მოხდა, რის გამო დამიხურეს საქმე? არ ვიცი. როდესაც  ეს უბედური შემთხვევა მოხდა და მეუღლე სახლში მომისვენეს, ბავშვს ვბანდი, მითხარით რა ჭკუაზე დავდგებოდი, მის შემდეგ დამენგრა ოჯახი, დავრჩი  ფეხით ინვალიდი, ვცხოვრობ სოფელში, არ მაქვს არანაირი დახმარება, არანაირი შემოსავლის წყარო, ერთადერთი ჩემი შემოსავლის წყარო ჩემი გარდაცვლილი ქმარი იყო, დავრჩი ასე ვთქვათ ქუჩაში, ვინ დამეხმარება? შიმშილს შევეგუები, მაგრამ ქმრის სიკვდილს? და მერე როგორს? მომიკლეს ქმარი და მკვლელი 5 დღითაც არ მჯდარა ციხეში, უკანონოს არაფერს ვითხოვ, მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ საქმე ხელახლა გამოიძიონ, მეტი მე არაფერი მინდა, განა  ფაშისტი ვაარ?  ვიცი რომ შემთხვევით მოხდა  ეს ყველაფერი, მაგრამ ხომ შეიძლება აღიარო. მან კი ჩემ გარდაცვლილ ქმარს დააბრალა შემომიხტაო ბორბლებშიო? როგორ შეუხტებოდა დახლზე დამჯდარი კაცი მანქანას? თავად შეუხტა დახლზე და მიაჭყლიტა ამხელა კაცი ბუზივით... თავიდან თვითმხილველები იყვნენ, მაგრამ მერე ყველა გააჩუმა! იცის არვინ მყავს და ვერაფერს ვუზავ, მაგრამ იმდენს კი ვიზამ, რომ ჩემი ორი შვილით გამოვალ სიმონეთის ცენტრში და მანქანას შეუვარდები და მერე რას იზავენ დავინახავ, მეტი გზა მე არ დამრჩენია!"

   ცნობისთვის: 2012 წლის 12  სექტემბერს თბილისის-სენაკი-ლესელიძის სავტომობილო გზაზე  მოხდა ავტო საგზაო შემთხვევა, დაიღუპა ფეხით მოსიარულე სიმონეთის მკვიდრი  ვასილ ცხელიშვილი, ავტოსატრანსპორტო საშვალებას მართავდა ვინმე  ტაქსის მძღოლი გიორგი  კლდიაშვილი, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე  გადაეცა  ქუთაისის  მთავარ სამმართველოს.

  სამმართველოში განგვიცხადეს- მომხდართან დაკავშირებით საქმე დახურულია და თვაიდან გამოძიება ჯერ - ჯერობით არ იგეგმება.

დავით ცხვარაძე