სალომე ზურაბიშვილი:-"არასოდეს გავაიგივებ დღევანდელ ხელისუფლებას წინასთან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით"

სალომე ზურაბიშვილი:-"არასოდეს გავაიგივებ დღევანდელ ხელისუფლებას წინასთან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით"

   "საქართველოს გზის" დამფუძნებელი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,  მოსმენების საკითხის წამოწევით უფრო აქტუალური თემების გადაფარვა ხდება.

    -"ამ თემით ხდება გადაფარვა მთავარი თემების, რაც ამ ქვეყანაში აქტუალური უნდა იყოს. მოსმენები იყო წინა ხელისუფლების დროს დიდი რაოდენობით. ეს იყო ამ რეჟიმის მოქმედების პოლიტიკური ფორმა მათი ოპონენტების მიმართ. არამგონია ეს იყოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ფორმა. ჩვენი მთავარი ხარვეზი არის ის, რომ ჩვენი სასამართლო არ არის ისეთი, როგორიც დემოკრატიულ ქვეყნას ეკადრება. ამიტომ მთავარი სასამართლოს რეფორმის ბოლომდე მიყვანაა. ყალბი ბალანსი, რომ წინა ხელისუფლება და დღევანდელი ერთნაირად იქცეოდა ტყუილია. არასოდეს გავაიგივებ დღევანდელ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებასთან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით"-ამბობს ზურაბიშვილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: