Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
ივნისი 2020 (4)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
14-05-2014, 10:36
ნანახია: 1060

კახა კუკავა: ხელისუფლება ამ თამაშს წააგებს!

ინტერვიუ პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარესთან - კახა კუკავასთან.

 

 

 

 

  • ·         „საქართველოს პრეზიდენტი ჩვარია, მასზე მეტი გავლენა აქვს შსს მინისტრის რიგით მოადგილეს“.

 

 

  • ·         „ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას შეიძლება მალე სისხლისღვრა მოჰყვეს!“

 

 

- ბატონო კახა, თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა არასაპარლამენტო ოპოზიციიდან დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თქვენ ბურჯანაძის ალიანსში არ გაწევრიანდით იმის გამო, რომ გარკვეული პრივილეგიები არ მიიღეთ. ბატონი დიმიტრის სიტყვებს თუ გავიმეორებ, თქვენ გარკვეულ პოლიტბონუსებს ითხოვდით. რა იყო ეს ბონუსები? 

- დავიწყოთ იქიდან, რომ ბურჯანაძის ალიანსი არ არსებობს. ეს არის მითი და ტყუილი. შებრძანდით საარჩევნო ვებგვერდზე და ნახავთ, რომ ბურჯანაძე არსად დარეგისტრირებული არ არის. რეალურად, ბურჯანაძე გაწევრიანდა ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასთან. მეკითხებით, მე რატომ არ გავწევრიანდი იქ? მარტივი მიზეზის გამო, ხელისუფლების სატელიტ პარტია ქრისტიან-დემოკრატებთან გაერთიანების სურვილი არ მქონდა. როცა დიმიტრის წარადგენენ თბილისის მერობის კანდიდატად, იქ ხელს მოაწერს ლევან ვეფხვაძე და არა ნინო ბურჯანაძე. ,,ნაციონალების“  დროს წამოვედი მათგან და ,,ოცნებაში“ არ გავერთიანდი ჩემთვის პოლიტიკურად მიუღებელი პრინციპების გამო და ახლა რა დამიბნელებდა გონებას?! რაც შეეხება პოლიტბონუსებს, არაფერი მომითხოვია გაერთიანების მეტი, ეს იქნებოდა ხმების არწართმევის ერთადერთი შანსი, მაგრამ  „ქრისტიან-დემოკრატებმა“ ჩემი პარტიის გაუქმება  და მათთან შერწყმა მომთხოვეს. ვერ გავიგე,  მე ვითხოვდი პრივილეგიებს?!

- ბურჯანაძის ალიანსთან გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო თუ არა თქვენი წარდგენა მერობის კანდიდატად?

- რაც შეეხება ჩემს მერობის კანდიდატად წარდგენას ქრისტიან-დემოკრატების (ბურჯანაძის?) ალიანსიდან, იყო ამაზე მსჯელობა, თუ მათთან გავერთიანდებოდი. ჩემთვის არ იყო იდეაფიქსი, რომ მაშინ დავთანხმებოდი ამაზე, მერად თუ წარმადგენდნენ. სხვას თუ გადაწყვეტდნენ, იმასაც დავყაბულდებოდი. ნინოს დაავიწყდა, რომ მის კანდიდატურას დავუჭირე მხარი საპრეზიდენტო არჩევნების დროს?!

 - მმართველი კოალიციის მერობის კანდიდატს დავით ნარმანიას უკვე მერად მოიხსენიებენ, თქვენი აზრით, ჰგავს თუ არა ეს მარგველაშვილთან დაკავშირებულ შემთხვევას?

- გეგმა ისეთია, რაც საპრეზიდენტოზე იყო: პირველი ადგილი ,,ოცნებას“, მეორე-მესამე - ,,ნაციონალებსა“ და ,,ქრისტიან-დემოკრატებს“. ეს უკანასკნელები არ იბრძვიან გამარჯვებისთვის. ბაქრაძემ არჩევნების დასრულებამდე მიულოცა მარგველაშვილს გამარჯვება, ბურჯანაძემაც, მიუხედავად იმისა, რომ აანონსებდა, თუ წავაგე, ხალხით ქუჩაში გამოვალო. ერთი მილიონი ლარი ჩაირიცხა ანგარიშზე და დადუმდა. ასეთი სქემა აქვთ ახლაც. ჩვენ გვებრძვიან, რადგან ამ გარიგებაზე არ წავედით. ,,ქრისტიან-დემოკრატებიც“ ყოველთვის მნიშვნელოვან მომენტებში გაემიჯნებოდნენ ხოლმე ერთიან ოპოზიციას და ხელისუფლების წისქვილზე ასხამდნენ წყალს.

- თუ ეს ასეა, რა აზრი აქვს ამდენი კანდიდატის დასახელებას ოპოზიციიდან. ხომ არ აჯობებდა ერთ კანდიდატზე შეთანხმება?

- რაც ზემოთ ვთქვი,  გეგმაა, მაგრამ ვერ შეასრულებენ.  ნაძალადევშიც ასე იყო, მე მებრძოდნენ კორძაია და ,, ნაციონალები“,  მაგრამ უკომპრომისო ბრძოლაში 17%  ავიღე. ნინოსგან განსხვავებით, არ დამითმია მე-3 ადგილი ,,ნაციონალებისთვის“. ჩვენ ბრძოლით დავიცავთ ხმებს და სატელიტი ოპოზიციის თამაშს არ ვითამაშებთ! სააკაშვილის დროსაც სატელიტ ოპოზიციას ვებრძოდით: ვანო მერაბიშვილისა და გიგა ბოკერიას კაბინეტში დაიბადა ,,ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტია და დღესაც მთავარი ოპოზიციონერის იარლიყს მათ აკერებენ. ერთიან კანდიდატზე როგორ შევთანხმდებოდით, როცა ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების მიერ მართულია?! თუ გვინდა მოგება, რატომ ვერ ვერთიანდებით?! წესით, საარჩევნო ბლოკი უნდა შეგვექმნა, როგორც ზვიად გამსახურდიამ გააკეთა თავის დროზე, ასე შეიქმნა შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის დროსაც. მაგრამ სატელიტს თუ წარმოადგენ, რად გინდა ბლოკი!

- თქვენ გამოცდილი იურისტი და პოლიტიკოსი ბრძანდებით. საინტერესოა თქვენი პროგნოზი -ნაციონალური მოძრაობა ისევ მეორე ადგილს დასჯერდება? რა რეაქცია ექნება თამაშგარე დარჩენილ ოპოზიციას?

- ეს საკვანძო კითხვაა. მე ხელისუფლებას ვეუბნები, რომ ისინი ამ თამაშს წააგებენ!  წააგო სააკაშვილმა, რადგან არ ურთიერთობდა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან,  ,,რაღაც ლპება დანიის სამეფოში!“ - ამბობს შექსპირი, ასეა ხელისუფლებაშიც, რაც იწვევს ხალხის იმედგაცრუებას და ისინი ერთიანდებიან რეჟიმის წინააღმდეგ. ღარიბაშვილ-ივანიშვილი მოისყიდიან ოპოზიციურ პარტიებს, დანარჩენს ჩარეცხავენ!

- თქვენ საზოგადოებაში პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად მოიაზრებით. საქართველო ემზადება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად, რაც რუსეთზე საბოლოოდ უარის თქმას ნიშნავს? შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური ვითარების ისე დაძაბვა, რომ ხელმოწერამდე ვერც მივიდეთ?

- არანაირად არ ვარ პრორუსული, რეალისტი ვარ!  ჩვენ ვთქვით პირველად, რომ აუცილებელი იყო ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე და ,,ოცნებამ“ მიითვალა ეს ქულები, კახელებს ღვინო გაატანინა იქ. ამიტომაც კახეთში მათ ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავთ. თუ პრორუსი მე ვიყავი, რატომ გაიტანეს რუსეთში ღვინო? ეს პრორუსულობაა, როცა გინდა, შენს ქვეყანას უცხო ბაზრები აათვისებინო?! ასეთი მიდგომა მაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან: მარგველაშვილი ამბობს, უელსში წელგამართულნი მივდივართო, რა პოლიტიკური მარაზმია! ხომ ხვდებით, რომ ამას რეალური შედეგი არ მოჰყვება!

- როგორც იურისტი, როგორ შეაფასებთ ანტიდისკრიმინაციულ კანონს. რა გარანტიებს სთავაზობს ის ,,უმცირესობას“

- შეიძლება ამ კანონის მიღებას მალე სისხლისღვრა მოჰყვეს. ჰომოსექსუალისტები საბავშვო ბაღებში დავასაქმოთ, ამაზეა დამყარებული ჩვენი ბედი?!

- დღეს ბევრს საუბრობენ კოალიციაში არსებულ შიდადაპირისპირებაზე. შეიძლება თუ არა მოხდეს ,,ხავერდოვანი“  გადატრიალება?

- შეიძლება!  ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები კი არ მუშაობს, არამედ, კლანური. ესაა მაფიის „ცეხი“. გავბედავ და ვიტყვი:  საქართველოს პრეზიდენტი ჩვარია. მასზე მეტი გავლენა აქვს შსს მინისტრის რიგით მოადგილეს.

- მოდით დავუბრუნდეთ არჩევნებს: რა იქნება თქვენი წინასაარჩევნო მესიჯი და, საერთოდ,  რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თბილისის მერი?

ჩვენი სლოგანია: ,,აირჩიე ცვლილებები!“  რა ხანია პოლიტიკა მოძრაობს ერთ მანკიერ წრეზე - მოქალაქეთა კავშირი, ნაციონალური მოძრაობა... დღეს საგანელიძე-ონოფრიშვილი განაგებს ,,ქართულ ოცნებაში“  წამყვან პოზიციებს... აგერ ბურჯანაძე სამართლიანობაზე საუბრობს... მთელი ეს კასტა მოქალაქეთა კავშირის კასტაა. მათ ხელი დანაშაულებრივ საქმეებში აქვთ გასვრილი. ჩვენი მოწოდება ესაა თბილისელებისადმი - გავთავისუფლდეთ ნარჩენებისგან!

- ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ თბილისის მერი აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს?

- კატეგორიული არ ვარ, მაგრამ არის ლოგიკა.  თუმცა, ჩვენი დიდი მოღვაწეები რეგიონებიდან იყვნენ. რეგიონებშიცაა ასეთი პროტესტი, როცა იქ თბილისელებს ნიშნავენ - ფოთში ფოთელი უნდათ, სენაკში - სენაკელი... თბილისის მერი შეიძლება იყოს არათბილისელი, მაგრამ მან აქაური ქუდი უნდა დაიხუროს.

- ახალ მემარჯვენეებთან შეინარჩუნებთ ურთიერთობას თუ ეს წინასაარჩევნო ,,ქორწინებაა“?

- ჩვენ  ,,ახალ მემარჯვენეებთან“  ბლოკის შექმნის პრინციპით გავერთიანდით. ,,ლეიბორისტები“ რომ დათანხმებულიყვენ, მათთანაც გავერთიანდებოდით

 

                                                                                                     ესაუბრა ია ჯღარკავა.