"აკრძალული ხილის" სინდრომი „უფლებადამცველთა“ გნიასისა და კრიახის თანხლებით

"აკრძალული ხილის" სინდრომი „უფლებადამცველთა“ გნიასისა და კრიახის თანხლებით

ამას წინათ სოციალურ ქსელში ყოფილი ჰომოსექსუალის, LGBT-ს (ლგბტ) ჟურნალის ყოფილი მთავარი რედაქტორის მაიკლ გლეცეს შოკისმომგვრელი წერილი წავიკითხე: „ჰომოსექსუალიზმი სიკვდილია, მე ვირჩევ სიცოცხლეს“. იგი ემოციურად ჰყვება, თუ როგორ შეიძულეს ლგბტ-ს წარმომადგენლებმა იმის გამო, რომ მან უარი თქვა გარყვნილ ცხოვრებაზე და ახალი გზა აირჩია... სისტემატურად იღებს მუქარის შემცვევლ წერილებს,  მოკვლით ემუქრებიან, ერთი სიტყვით, ბოლო არ უჩანს აგრესიას!..
მაიკლი დამოუკიდებლად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობა სიკვდილია - ეს ღმერთის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. დიდი ბრძოლების შედეგად განერიდა ამ უღმერთობას. ჰეტეროსექსუალზე დაქორწინდა და თავს ბედნიერად გრძნობს...
ეს ცოცხალი მაგალითი საკმარისია იმისათვის, რომ დავასკვნათ: ჰომოსექსუალიზმიდან და სხვა სექსუალური ანომალიებიდან, რომელიც ქრისტიანული დოგმატიკით სასიკვდილო ცოდვად ითვლება, „გაქცევა“ შეიძლება, თუ გზასაცდენილი ადამიანი საკუთარ თავში ამის რესურსს იპოვის!
ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, სექსუალური გადახრები ავადმყოფობაა, რომლის განკურნება შესაძლებელია, თუ გენეტიკურად თანდაყოლილი „ბაცილა“, რომელიც არ იკურნება და სიცოცხლის დასასრულამდე უნდა ატარო!..
ალბათ თითოეული ჩვენგანი დაფიქრებულა ამაზე, თუ როგორ ხდება ადამიანში ასეთი გარდასახვა: იბადება ქალად, ან კაცად ყველა მისთვის დამახასიათებელი ატრიბუტით და მერე აღმოჩნდება, რომ ის უარს ამბობს საკუთარ სქესზე (ქალს კაცად ყოფნა უნდება და კაცს კი ქალად) და „ხელახლა დაბადების“ სურვილი უჩნდება. კიდევ უფრო ამაზრზენია მეორე ანომალია - როცა კაცი კაცისკენ ილტვის, ხოლო ქალი საკუთარ სქესს ეძებს სექსუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
ათეისტურ საზოგადოებაში გეები და ლესბოსელები საზოგადოების ხორცმეტად ითვლებოდნენ და მათი „საქმიანობა“ იატაკქვეშეთიდან არ გამოდიოდა. ჩემს ახალგაზრდობაში მახსოვს ჭორებიც დადიოდა საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენლებზე, მაგრამ, მათი ჰომოსექსუალურობა ან ლესბოსელობა საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას არ იწვევდა, რადგან ამ ანომალიის ღია პროპაგანდა არ ხდებოდა!
ათეისტური წეს-წყობილების ნგრევამ და დემოკრატიული „ღორებულებების“ ძალუმად „შემოფრქვევამ“ საქართველოშიც ნოყიერი ნიადაგი შექმნა სექსუალური ანომალიების აღსაზევებლად - ათეისტურ ჩარჩოში მოქცეული ბორკილები ნელ-ნელა იმსხვრევა და საქართველოშიც ღია ასპარეზზე გამოვიდნენ გლბტ-ს წარმომადგენლები - გეები და ლესბოსელები, ბისექსუალები და ტრანსექსუალები და საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვენ.
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მათი საზოგადოებაში გამოჩენა იმდენად არ იწვევს ზიზღსა და აღშფოთებას, რამდენადაც მათი „უფლებადამცველების“ კრიახი და გნიასი, რომლებიც ფარად ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენციას იყენებენ, ხოლო მახვილად სექსუალური ანომალიების ღია პროპაგანდას. სწორედ ეს უკანასკნელი ხდება საზოგადოების მწვავე რეაქციის საგანი, რომელსაც სისხლიანი დაპირისპირებაც შეიძლება მოჰყვეს. შარშანდელი 17 მაისი ამის ნათელი დასტურია. მადლობა უფალს შედარებით მშვიდობიანად გადავრჩით!
ხვალ 17 მაისია. მართალია, ლგბტ-ს წარმომადგენლები და მათი თავგადაკლული უფლებადამცველები, ე.წ. ასო-ები (არასამთავრობო ორგანიზაციები) გეი-აღლუმს არ აანონსებენ, მაგრამ ამ ნიადაგზე პროვოკაცია თეორიულად მაინც არ უნდა გამოვრიცხოთ. სხვათაშორის, ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება სისხლიანი დაპირისპირების მოსაწყობად ან თუნდაც ქვეყანაში სიტუაციის ასარევად და პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოაცხადა, მართლმადიდებელი მრევლი რუსთაველზე მრავალათასიანი მშვიდობიანი აქციის  მოწყობას აპირებს - ისინი არ დაუშვებენ იმ ქართული „ფილმ-შედევრის“ ჩვენებას, რომელიც რუსთაველის კინოთეატრშია დაგეგმილი და  კახელი და მეგრელი ჰომოსექსუალების სასიყვარულო ისტორიას მოგვითხრობს.
ცხადია, ეშმაკს არ სძინავს, მაგრამ ჩვენ უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ მის საცდურებს არ ავყვეთ და გამოუსწორებელი შეცდომები არ დავუშვათ!
ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა, რომლის მიღებასაც საზოგადოების  პროტესტი მოჰყვა (თუმცა, ეს პროტესტი თანდათან ჩაცხრა!), აშკარად გადაწონა სექსუალური უმცირესობების უფლებები უმრავლესობის უფლებების დაკნინების ხარჯზე, შეიძლება ითქვას, მათ თავი უკვე ქუდში აქვთ და ნებისმიერი ფორმით გამოხატული პროტესტი მხოლოდ მათსავე წისქვილზე ასხამს წყალს!..
თუ თვალს გავუსწორებთ რეალობას, თავისი მენტალობიდან და ქართული ტრადიციებისადმი ერთგულებიდან გამომდინარე, მართლმადიდებელი მრევლი უკანონობის დაკანონებას, ანუ გაუკუღმართებულაი სექსუალური აღვირახსნილობის პროპაგანდას ვერ შეურიგდება - ვერც ერთი კანონი ვერ შეაჩერებს ერის სამართლიან დამოკიდებულებას ამ სოდომ-გომორისეული ცოდვისადმი.
თუმცა, თუ ვაღიარებთ, რომ სექსუალური გადახრა თანდაყოლილი ავადმყოფობაა, მაშინ ამ ავადმყოფობასაც ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ნებისმიერს და აგრესიის მახვილი არა გეებზე და ლესბოსელებზე უნდა მივმართოთ, არამედ მათ მხარდამჭერებზე და პროპაგანდისტებზე, რომლებიც გაცილებით მეტ ცოდვას იღებენ საკუთარ თავზე, ანუ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა ავადმყოფებს, არამედ ამ ცოდვის სტიმულატორებს!
მე არა ვარ მომხრე ჩავქოლოთ ან თავ-პირი დავუსისხლიანოთ ლგბტ-ს წარმომადგენლებს, ან საერთოდ გავრიყოთ საზოგადოებიდან (ისინი, როგორც ასეთი, მაინც არსებობენ) დიახ, იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბოროტებას „ცეცხლით“ და „მახვილით“ ვერ ამოვძირკვავთ.
„აკრძალული ხილის“ სინდრომისა არ იყოს, რასაც ადამიანს უკრძალავენ, იმისკენ მიილტვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქოთქოთითა და აგრესიით კიდევ უფრო ვამრავლებთ ამ უკურნებელი ცოდვის არა მარტო მომხრეებს, არამედ, მათ მიმდევრებსაც!
ერთი სიტყვით, მე ვერ შევეგუები ჩემი ოჯახის წევრი ან ჩემი რომელიმე ახლობელი იყოს ლგბტ-ს წარმომადგენელი ან მისი ბრმა მხარდამჭერი, მაგრამ არც იმის მომხრე ვარ, ამ სექსუალურ ანომალიასთან ბრძოლას ასეთი ხასიათი მიეცეს - ჩვენ უნდა დავგმოთ სექსუალური გადახრა, როგორც ცოდვა, მაგრამ მიმტევებლები უნდა ვიყოთ მათი მიმდევრების მიმართ, რადგან, გეები და ლესბოსელები გუშინაც იყვნენ, დღესაც არიან და ხვალაც იქნებიან.
ჩვენ მხოლოდ ამ ცოდვის სტიმულირება არ უნდა დავუშვათ და საქმე სოდომ-გომორამდე არ მივიყვანოთ, დანარჩენი უფლის გადასაწყვეტია!

 

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: