საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქომ ამერიკიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატთან დაკავშირებით იტყობინება, რომ 16 მაისს, პარასკევს, შუადღის შემდეგ, ამერიკიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატს წააბრძანებენ ახალქალაქში; 17მაისს, შაბათს, ხატს დააბრძანებენ ბათუმში; კვირას, 18 მაისს, შუადღის შემდეგ - ფოთში; ორშაბათს, 19 მაისს, ხატს წააბრძანებენ ზუგდიდსა და ქუთაისში; 20 მაისს, - ხევსურეთში, ბარისახოში; 21 მაისს, ორშაბათს, შუადღიდან მირონმდინარე ხატი დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში, 22 მაისს დილიდან - წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში (ვორონცოვზე), შუადღიდან დღის ბოლომდე კი - სამების საკათედრო ტაძარში.
საპატრიარქოს ინფორმაციით, 23 მაისს, გამთენიისას, 03:00 საათზე, ღვთისმშობლის ხატი და ჩამოსული სტუმრები საქართველოს დატოვებენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: