Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
17-05-2014, 13:38
ნანახია: 622

აქციაზე

    სამების საკათედრო ტაძარში წირვა მიმდინარეობს, პარლამენტის წინ კი აქციის მონაწილეებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ისინი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან  სიტყვების-  "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა"-ის ამოღებას მოითხოვენ.

   რამდენიმე წუთის წინ აქციაზე თავისი მრევლით ბასილ მკალავიშვილი მივიდა, რომელიც  ანტიდისკრიმინაციულ კანონს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს. მისი თქმით, საქართველოში მამათმავლობის დაკანონებას არ დაუშვებენ. 

   -"ჩვენ მათ არ ვერჩით. მიწისქვეშეთში და საკუთარ სახლებში რაც უნდათ, ის აკეთონ, მაგრამ ამ წმინდა ადგილს, რუსთაველის გამზირს ნუ წაგვიბილწავენ. ჩვენ ასევე მოვითხოვთ "რუსთავი 2"-ის აკრძალვას, რადგან ის მამათმავლების პროპაგანდას ეწევა და ამ ადამიანებს მხარში უდგას. იმას, რასაც სააკაშვილის მთავრობა ამ ტელევიზიით აკეთებდა, დღევანდელი ხელისუფლებაც ასევე აგრძელებს", - განაცხადა მამა ბასილ მკალავიშვილმა.

   აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი. მათ თან აქვთ ტრანსპარანტები - "არ დავუშვებთ სოდომ-გომორის ცოდვებს", "მამათმავლებო, შორს საქართველოდან".

   აქციაზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა-სამართალდამცავებმა სტუდენტური მოძრაობის - "არა გარყვნილების პროპაგანდას" ერთი აქტივისტი დააკავეს. ამ დროისთვის სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ.

   ამ წუთებში რუსთაველზე მიმდინარე აქციას თენგიზ კიტოვანი შეუერთდა.

-"პარლამენტი აუცილებად დაიშლება. როგორ შეიძლება ჩვენ შვილებს ასეთმა ადამიანებმა სკოლებში ან ბაღებში რაიმე ასწავლონ. აქ არიან ჩემი ბიჭები და მე ჩემ ხალხთან ერთად ვდგავარ", - ამბობს კიტოვანი.