Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (6)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
20-05-2014, 16:39
ნანახია: 2075

დავით სერგეენკო სტეფანწმინდაში სამაშველო სამუშაოებს ეცნობა

სტეფანწმინდაში, სტიქიის ზონაში არსებული ვითარების პირადად გასაცნობად, ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო  ჩავიდა.

 მინისტრის თქმით,   აპირებს, რომ დარიალის ხეობაში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებს პირადად დაესწროს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტეფანწმინაში მომხდარი სტიქიის შედეგად, ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად 7 ადამიანი ითვლება. ცნობილია, რომ დაკარგულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეეა, რომელიც სტეფანწმინდაში თარჯიმნად მუშაობდა.

 

24 საათიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, მდინარე თერგის სხვა კალაპოტში მოქცევა მოხერხდა.

სტიქიის უშუალო ეპიცენტრში  ამ ეტაპისთვის, გაწმენდით სამუშაოებს 20 ერთეული ტექნიკა აწარმოებს.

 

დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესახებ, გეოლოგთა პირველადი დასკვნის თანახმად, ხეობაში ბუნებრივი პროცესები განვითარდა, რომლის პრევენცია შეუძლებელი იყო.

 სტიქიის მიზეზის შესახებ, დეტალური დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.