თბილისში საეჭვო წარმომავლობის ხორცი იყიდება

თბილისში საეჭვო წარმომავლობის ხორცი იყიდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსულიშვილის ქუჩაზე, შპს "მერკადოს" აგრარული ბაზრიდან დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს.

ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ხორცი არ იყო დადამღული, არ ჩატარებია ვეტერინარული შემოწმება, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით. 
ფორმა #2-ის გარეშე ხორცის რეალიზაციისთვის დაჯარიმდა ასევე ფონიჭალაში მდებარე ი.მ "გიამადინ ფაშაევის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტი.
ხორცი ამოღებულია და კანონის შესაბამისად განადგურდება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: