თბილისის 10 სკოლაში ვირუსული მენინგიტის შემთხვევები გამოვლინდა

თბილისის 10 სკოლაში ვირუსული მენინგიტის შემთხვევები გამოვლინდა

ქუთაისის, ბათუმისა და სამტრედიის შემდეგ, ვირუსული მენინგიტის შემთხვევა თბილისის 10 საჯარო სკოლაში დაფიქსირდა.   თბილისის 166 -ე სკოლაში ვირუსი ორ მოსწავლეს აღმოაჩნდა, რომლებიც მკურნალობას იაშვილის სახელობის  სამედიცინო დაწესებულებაში გადიან.  როგორც პედაგოგები აცხადებენ, ვირუსის აღმოჩენის შემდეგ, სკოლებში მოსწავლეთა დასწრებამ საგრძნობლად იკლო.

საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისრო, მშობლებს, მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ჰიგიენური ნორმების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს.

ამ დროისთვის სკოლებში, სადაც ვირუსის შემთხვევა დადასტურდა, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: