Iverioni
«    ივნისი 2018    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ივნისი 2018 (9)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
23-05-2014, 23:18
ნანახია: 724

სხვა საქართველო

   ახალგაზრდა რეჟისორის თვალით დანახული სხვა საქართველო!

   "სოხუმის თეატრის" პრემიერა "რუსთაველის თეატრში"

   27, 28 მაისს "რუსთაველის თეატრის" ექსპერიმენტალურ სცენაზე კოტე გამსახურდიას სახელობის "სოხუმის" სახელმწიფო დრამატული თეატრი "სხვა საქართველო სად არი"?! პრემიერას გამართავს. 

   ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი მერაბ ყოლბაიაა, დამდგმელი მხატვარი თეო კუხიანიძე, მუსიკალური გაფორმება გიორგი ჯიქიას ეკუთვნის, ვოკალი ვეზდენ ოკუჯავას, სასცენო მოძრაობა კი ირაკლი ბიბილურს. რეჟისორის თანაშემწეები ლეილა მურღულია და სვეტლანა გოგოხია იქნებიან.

   სპექტაკლში მონწილეობას 6 მსახიობი მერაბ ყოლბაია, პაატა ვახტანგიშვილი, რამაზ ხომასურიძე, ნინო შავგულიძე და მარიამ ყოლბაია მიიღებენ. 

   "ჩვენს მიზანს წარმოადგენს, ერთად მოვუყაროთ თავი გამოჩენილ პოეტთა იმ ლექსებს, რომელიც სამშობლოს სიყვარულს, ქალ-ვაჟთა ტრფიალს, თავისუფლებისადმი სწრაფვას და საქართველოს ორი ძირძველი კუთხის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ქვეყნიდან მოწყვეტის უდიდეს ტრაგედიას შეეხება. ინსცენირებაში ჩართულია აფხაზ პოეტთა ლექსებიც" _ განაცხადა სოხუმის თეატრის მსახიობმა და რეჟისორმა მერაბ ყოლბაიამ.

გიორგი საკარული