"ვარდობისთვე თბილისში 2014"

"ვარდობისთვე თბილისში 2014"

   საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი, ტრადიციული ყვავილების ფესტივალი "ვარდობისთვე თბილისში 2014"  წელს 10 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. 

   ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი პირველად სამი დღის განმავლობაში 24, 25 და 26 მაისს სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერსა და მის მიმდებარე ქუჩებზე (შარდენის ქუჩა, ბამბის რიგი) გაიმართება.

   საფესტივალო გამოფენები 10:00 საათიდან გაიხსნება და  19:00 საათამდე გაგრძელდება. წლევანდელ საიუბილეო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ გამწვანების კომპანიები, ყვავილების მაღაზიები და კერძო კოლექციონერები.

   26 მაისს "ვარდობისთვე თბილისში", საიუბილეო ექსპოზიციით, პარალელურად რუსთაველის გამზირზე პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ 12:00-20:00 საათამდე იქნება წარმოდგენილი.

   "ვარდობისთვე თბილისში" თბილისის მერიის დაფინანსებით გაიმართება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: