Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
24-05-2014, 15:46
ნანახია: 744

თორნიკე გოცირიძე ცივი იარაღით დაჭრეს

   "ვაჟა-ფშაველას" მეტროში 50 წლის თორნიკე გოცირიძე ცივი იარაღით დაჭრეს. ინციდენტის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. ინციდენტი მეტროს შესავლელთან, საქართველოს ბანკის აპარატთან, დღეს დილით 11 საათზე მოხდა. თორნიკე გოცირიძეს ერთ– ერთ მოქალაქესთან უერთიერთშელაპარაკება მოხდა, რის შედეგადაც თორნიკე გოცირიძეს თავის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა", – განაცხადა მეტროპოლიტენის პასუხისმგებელმა მორიგემ კახა მაისაშვილმა.

   ამ წუთებში  დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ივერიონთან" საუბარში განაცხადა ეჭვმიტანილი დაკავებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

   საქმე აღძრულია, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით.