Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
24-05-2014, 19:31
ნანახია: 1356

თენგიზ გუნავა: ,,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,  ,,ნაციონალური მოძრაობა“ სამეგრელოში ამ არჩევნებს მოიგებს!“

გვესაუბრება ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ თენგიზ გუნავა.

 

-ბატონო თენგიზ, თქვენ ჟურნალისტებთან საუბარში ხშირად აცხადებთ, რომ ,,ქართული ოცნების“ კანდიდატს ბეჭებზე დადებთ. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ აქვს დასაყრდენი სამეგრელოში, თუ ეს წინასაარჩევნო პიარია? 

 

-სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“  სამეგრელოში მოიგებს ამ არჩევნებს  (აბა, ჭიდაობას კი არ ვაპირებ)!  ამ  ფიქრის საფუძველს გვაძლევს  ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა, რომელსაც  ახსოვს  ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეები. 

მეორე მნიშვნელოვანი პირობა გამარჯვებისა, ჩემი ზუგდიდლობაა. მე სოფელ რუხში დავიბადე, კარგად ვიცნობ ზუგდიდს და  ვიცი, რა სჭირდება ზუგდიდელებს.  მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც წინასაარჩევნოდ მოიტყუება - რაც შემეძლება, გავაკეთებ!

მესამე პირობა, რომელიც იმედს მაძლევს -  ესაა ჩვენ მიერ წლების წინ გაკეთებული სიკეთე  2003-დან  2012-მდე. ხალხი ამას ხედავს და აფასებს. მართალია, იყო შეცდომები, მაგრამ ზედაპირზე მოტივტივე  ორ  პოლიტიკურ  ძალას  თუ შევადარებთ, გამარჯვება ჩვენკენ იხრება, რადგან ქვეყნის აღმშენებლობა, კრიმინალთან ბრძოლა და ბევრი სხვა ჩვენი წამოწყებულია. დღეს გაჩერებულია ქვეყნის მაჯისცემა და  ჩვენი მოსვლით მკვდარი წერტილიდან გავაცოცხლებთ მას!

-როგორც წესი, ნებისმიერი დონის არჩევნებს საქართველოში ორ ათეულ წელზე მეტია მმართველი გუნდი იგებს. რას ემყარება თქვენი ოპტიმიზმი, ფიქრობთ თუ არა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად გამოიყენებს ადმინისტრაციულ და მის ხელთ არსებულ სხვა რესურსებს არჩევნებში გასამარჯვებლად? 

 

-ბუნებრივია, გამოიყენებს, მაგრამ ჩვენ ეს საშიშროება გაანალიზებული გვაქვს და ვაკონტროლებთ ზუგდიდის  105-მდე საარჩევნო უბანს, რაშიც  დამკვირვებლები და არასამთავრობოებიც გვეხმარებიან.

-ბატონო თენგიზ, როგორია წინასაარჩევნო განწყობა ზუგდიდში, აქვს თუ არა შანსი არასაპალამენტო ოპოზიციას აჩვენოს  მასშტაბური შედეგები? 

 

-მასშტაბურის რა მოგახსენოთ, მაგრამ რაღაც  შედეგს ალბათ მიაღწევენ. ძირითადი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში ვიქნებით ჩვენ და ,,ქართული ოცნება.“

-ალბათ დამეთანხმებით, რომ საზოგადებაში  ყველაზე მწვავე რეაქცია პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას მოჰყვა, რომელსაც თქვენმა გუნდმა ერთხმად დაუჭირა მხარი. ეს კიდევ  ერთხელ ხომ არ ადასტურებს ,,ნაციონალებისა“ და ,,ქართული ოცნების“ ყბადაღებულ კოჰაბიტაციას?  

 

-ამ კანონის მიღება პარლამენტის მხრიდან იყო მოწოდებული და ჩვენც მხარი დავუჭირეთ, თან ამ კანონში ცუდს ვერაფერს ვხედავ!

-ბატონო თენგიზ, ალბათ გახსოვთ ლევან ვასაძის მიმართვა ხელსუფლებისადმი. როგორ ფიქრობთ, ჩამოაყალიბებს თუ არა ვასაძე ახალ პოლიტიკურ ალიანსს ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე?

 

-მე მგონია, რომ იგი ჩამოყალიბებული პოლიტიკოსია და  ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე შემოსვლა მაშინ შეუძლია, როცა მოისურვებს.

-,,ნაციონალურ მოძრაობას“,  სხვა რეგიონებისგან განხვავებით, სამეგრელოსაგან მეტი მხარდაჭერა აქვს?  

-პირდაპირ გეტყვით- კი, თანაც უდიდესი!

-ბატონო თენგიზ,  როგორც მოგეხსენებათ,საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა თბილისის ყოფილი მერის,  გიგი უგულავას,  სარჩელი. თქვენი აზრით, გამოიყენებს თუ არა  ის 2-კვირიან პერიოდს თავის პოსტზე დასაბრუნებლად? 

 

-ეს პროცესი საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება და გიგი მერე მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ აჩვენა, რომ მერი კანონდარღვევით გადააყენეს.  რამდენად მოახერხებს გიგი პოსტზე დაბრუნებას ,ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ  რა რეპრესიებს განავითარებს ხელისუფლება მასა და სასამართლოზე.

 

                                                     ესაუბრა ია ჯღარკავა