ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს თანამშრომელთა სწავლება გაიმართა

ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს თანამშრომელთა სწავლება გაიმართა

   შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება ოჯახში ძალადობის საკითხებზე ჩატარდა ქალაქ ფოთში პროექტ "ოჯახში ძალადობის სამართლებრივი მექანიზმები"-ს ფარგლებში.

   ამავე პროექტის ფარგლებში გაიმართა "ღია დისკუსია ოჯახში ძალადობაზე", რომელსაც დაესწრნენ შს სამინისტროს, პროკურატურის, სოციალურო სამსახურების და სასამართლოს წარმომადგენლები. პროექტი დაფინანსებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და შინაგან საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" თანამშრომლობით ხორციელდება. სამართალდამცველთა ტრეინინგები პროექტით გათვალისწინებულია საქართველოს ყველა რეგიონში. ასევე, კოორდინაციის დახვეწის მიზნით, შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩატარდება დისკუსიები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: