ნინო ბურჯანაძე:-"ის ადამიანები ვინც სისასტიკით ასრულებდნენ აბსოლუტურად უკანონო ბრძანებას, დღეს არ არიან დასჯილნი!"

ნინო ბურჯანაძე:-"ის ადამიანები ვინც სისასტიკით ასრულებდნენ აბსოლუტურად უკანონო ბრძანებას, დღეს არ არიან დასჯილნი!"

   2011 წლის 26 მაისის სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციის სამი წლის თავთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციისა" და "სახალხო კრების"  წევრები  შეიკრიბნენ

   2011 წლის 26 მაისის სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციის სამი წლის თავთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც 3 წლის წინ "ნაციონალური ხელისუფლების" ზონდერბრიგადები მშვიდობიან მოქალაქეებს სასტიკად გაუსწორდნენ,  წუხელ, ღამის 12 საათზე,  კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციისა" და "სახალხო კრების"  წევრები  შეიკრიბნენ.

   როგორც კოალიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, სწორედ 2011 წლის მაისის პოლიტიკურმა ბრძოლამ განაპირობა  2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვება:

   -"ჩვენთვის, ბუნებრივია, ძალიან მძიმეა ამ საშინელი ღამის გახსენება. მინდა, უპირველეს ყოვლისა, პატივი მივაგო იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ სააკაშვილის რეჟიმის წყალობით. ძალიან სამწუხაროა, რომ ის ადამიანები ვინც სისასტიკით ასრულებდნენ აბსოლუტურად უკანონო ბრძანებას, დღეს არ არიან დასჯილნი და ძალიან ბევრი მათგანი მაღალ თანამდებობაზე კვლავაც მუშაობს.  ამ ხელისუფლების სირცხვილია ის, რომ სააკაშვილი, რომელიც მთავარი შემოქმედია იმ უბედურების, რაც აქ 2011 წლის 26 მაისს დატრიალდა, დღეს დემოკრატიის შესახებ ლექციებს კითხულობს.

მე მინდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ერთმანეთის გვერდით იდგა 26 მაისს, გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, რადგან ამ ადამიანების გადამწყვეტი წვლილია იმაში, რომ სააკაშვილის რეჟიმი დამარცხდა. მინდა ვუსურვო საქართველოს, რომ ყველა მომავალი 26 მაისი იყოს სიხარულის, სიკეთის, წარმატებისა და ქვეყნის ერთიანობის მომტანი. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ!"

   ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემაც:

   -"საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა არის თითოეული ქართველის ვალი. თუმცა, 2011 წლის 26 მაისი საქართველოს ისტორიაში შევიდა როგორც ტრაგიკული დღე, დღე, როდესაც ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა სამხედრო ძალა, რომელმაც შეიწირა ადამაინების სიცოცხლე. მე სოლიდარობას ვუცხადებ ასეულობით იმ ადამიანს, რომელსაც უკანონოდ აღეკვეთა თავისუფლება, რომელთა წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა წამების, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რაზეც გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ გაუცია."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: