ზვიად ტომარაძე:-"ხალხი თანდათან ხვდება, რომ საქართველო ფსევდო-დამოუკიდებელი სახელმწიფოა"

ზვიად ტომარაძე:-"ხალხი თანდათან ხვდება, რომ საქართველო ფსევდო-დამოუკიდებელი სახელმწიფოა"

   არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე სრულიად საქართველოს 26 მაისს ულოცავს და მის სურვილსაც გვიმჟღავნებს, მას უნდა საქართველოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობაც მალე მიულოცოს ქართველ ხალხს.

   -"საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს!

     საქართველოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობაც მალე მომელოცოს!

  სამწუხაროდ მოსახლეობის უმრავლესობის თვალში 26 მაისის საზეიმო განწყობა წლიდან-წლამდე ეკარგება. მოსახლეობის დიდ ნაწილს სიდუხჭირეში უწევს ცხოვრება და ძნელია საზოგადოების ამ კატეგორიას მაღალ მატერიებზე ზრუნვა მოსთხოვო. გარდა ამისა, ხალხი თანდათან ხვდება, რომ საქართველო ფსევდო-დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ხელისუფლებას დამოუკიდებლად, ელემენტარულად "დამნაშავე რეჟიმის" დასჯაც კი არ შეუძლია. საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი კი ქვეყნის გარედან დირექტივების შემსრულებელ ორგანოდ ქცეულა. "დამოუკიდებლობის დღეს"  საზეიმო განწყობას  2010 წლის 26 მაისის სისხლიანი ღამეც აუფერულებს.  მხეცური დარბევის მონაწილენი დღესაც დაუსჯელნი არიან". 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: