გიორგი ხაზარაძე:-" დაპირებების გარეშე შევეცდები საქმის კეთებას"

გიორგი ხაზარაძე:-" დაპირებების გარეშე  შევეცდები საქმის კეთებას"

    გიორგი ხაზარაძე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ქუთაისის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებს,  ხაზარაძე  ამბობს, რომ ის პოლიტიკაში სუფთა ხელებით მოდის და დაპირებების გარეშე  შეეცდება საქმის გაკეთებას. 

   -"ჩემს ზურგს უკან მინდა გითხრათ რომ არავინ დგას , თუ რამე ფინანსები იხარჯება ყველაფერი ჩემი ჯიბიდან იხარჯება. მოვდივარ სუფთა წარსულით  და სუფთა ხელებით, არც ვაპირებ რომელიმე პარტიას მივემხრო ოდესმე. როცა მოსახლეობას ვხვდები, ვამჩნევ რომ ხალხი დაღლილია ამდენი დაპირებებით, ხალხი თავისი  გასაჭირით ცხოვრობს , მე ზოგ-ზოგიერთებს არ ვგავარ და არაფერს ვპირდები ხალხს, მოვდივარს სუფთა ხელებით,"- ამბობს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

   ბიზნესმენი გიორგი ხაზარაძე  საკრებულოში მოხვედრის მაღალ შანსებზე საუბრობს  და საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შემთხვევაში დამოუკიდებელი დეპუტატებისგან ფრაქციის შექმნას აპირებს.

დავით ცხვარაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: