Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
28-05-2014, 02:46
ნანახია: 850

სიახლე საჯარო სკოლებისთვის

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის ინფორმაციით, საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი 13 ივნისს დასრულდება და არდადაგები დაიწყება. 

 

რაც შეეხება ვირუსული მენინგიტის შემთხვევების გამო გაცდენილ სააათებს, გიგაურის განმარტებით, ეს საათები შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

 

"პირველკლასელებს არდადეგები ისედაც უკვე დაეწყოთ. სასწავლო პროცესი ვირუსული მენინგიტის გამო შეჩერებულია მე-2 და მე-6 კლასის ჩათვლით. სასწავლო პროგრამის მიხედვით, ახლა სკოლებში განვლილი პროგრამის გამეორება მიმდინარეობს. რაც შეეხება გაცდენილ საათებს, ისინი შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სწავლის დასრულებამდე მხოლოდ ორი შაბათი დღე რჩება, სკოლებს შესაძლებლობა აქვთ, დამატებითი გაკვეთილები ჩაატარონ. ეს დირექციის გადასაწყვეტია",-განაცხადა ლია გიგაურმა.

 

მისივე თქმით, ასევე შესაძლებელია, რომ განვლილი პროგრამის გამეორება შემჭიდროვებულ ვადებში მოესწროს.

                                                          

 ამ დროისათვის სკოლები მოსწავლეების მისაღებად მზად არის და ჰიგიენურ-დეზინფექციური სამუშაოები უკვე დასრულებულია.