გოგი ლორთქიფანიძე:-"მოსკოვი აფხაზებს საქართველოსგან მტრის ხატს უქმნის"

გოგი ლორთქიფანიძე:-"მოსკოვი აფხაზებს საქართველოსგან მტრის ხატს უქმნის"

   "სახალხო პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობას ეხმიანება და აცხადებს, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები არის შედეგი შიდა კლანური დაპირისპირების.

   -""დღეს აფხაზეთში მიმდინარე პროცესები არის შედეგი შიდა კლანური დაპირისპირების, რომლის გაღვივებასაც ღიად უწყობს ხელს მოსკოვი, რომელიც არანაირად არ არის დაინტერესებული, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, მისგან უკონტროლო, რაიმე მდგრადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი შეიქმნას. ამისთვის კი საჭიროა, რომ აფხაზეთში მუდმივად იყოს დაძაბული სოციალურ-ეკონომიკური ფონი, კორუფცია და მუდმივი მტრის ხატი საქართველოს სახით. 

   ყოველივე ეს კი, იწვევს პერმანენტულ, მართვად ქაოსს აფხაზეთში, რომლისგანაც მოგებული რჩება მხოლოდ მოსკოვი და ადგილობრივი ჩინოვნიკები, რომელთა სიმდიდრის წყაროსაც რუსეთიდან წამოსული ფინანსური ტრანშები წარმოადგენს.

   სამწუხაროდ, დღეს აფხაზეთში არ არიან საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ პროცესებს დაუპირისპირდებიან და რეალობას პრაგმატულად შეხედავენ. ასევე გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების უსუსრი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში. ეს პროცესები ეხლა და მოულოდნელად არ დაწყებულა და საქართველოს სახელმწიფო მზად უნდა ყოფილიყო, რომ ამ პროცესებში მონაწილეობა მიეღო".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: