ზაზა ვეკუა:-"კახა კალაძემ განაცხადა, რომ მათ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შტაბში არ ჰყავთ, ფაქტები სრულიად სხვას ამტკიცებენ"

ზაზა ვეკუა:-"კახა კალაძემ განაცხადა, რომ მათ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შტაბში არ ჰყავთ, ფაქტები სრულიად სხვას ამტკიცებენ"

   კოალიცია "ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" სიის პირველმა ნომერმა ზაზა ვეკუამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნინოწმინდაში მათი პარტიული სიის გასანადგურებლად შტაბის წევრებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

   "რამდენიმე დღეა, "ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" ნინოწმინდის შტაბის წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რათა ნინოწმინდაში პარტიული სია განულებულიყო. ეს ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ანუ ჩვენი კოალიცია ნინოწმინდაში არჩევნებში მონაწილოებას ვეღარ მიიღებს. ამ ოპერაციას სათავეში ედგა ყველასთვის კარგად ცნობილი ენძელ მკოიანი, რომელიც 9 წლის განმავლობაში სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" ამარაგებდა საარჩევნო ხმებით, ხოლო ბოლო 2 წელია, უკვე "ქართული ოცნების" სამსახურშია. როგორც "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ განაცხადა, მათ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თავიანთ შტაბში არ ჰყავთ. ფაქტები სრულიად სხვას ამტკიცებენ. როგორც ნინოწმინდის შტაბს ხელმძღვანელობს ენძელ მკოიანი, ისე რაიონებში      "ქართული ოცნების" შტაბები სავსეა სხვადასხვა ენძელებით, რაც გამოწვეულია იმით, რომ "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხვადასხვა რაიონში გაიყო ხმები. უნდა ვივარაუდოთ, რომ ახლა "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს ენძელ კალაძე. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ "ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საქართველოში ენძელების დრო დასრულდება".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: