თემურ შაშიაშვილი:-"მიმაჩნია პოლიციის უფროსს, მოსამართლეს, განთლების საბჭოს მთელი ქალაქი უნდა ირჩევდეს"

თემურ შაშიაშვილი:-"მიმაჩნია პოლიციის უფროსს, მოსამართლეს, განთლების საბჭოს მთელი ქალაქი უნდა ირჩევდეს"

   ქუთაისის მერობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა 

   -"ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ იმ ქალაქში, სადაც 7 მილიონი იხარჯება მერიის შენახვისთვის და 6 მილიოინი  იხარჯება სკოლამდელი ასაკის ბავშვბისათვის. ამ ციფრით იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე რაიმეს თქმა შეიძებოდა იმ ბიუჯეტით რაც ქალაქს აქვს 5-ჯერ მეტი რამის გაკეთება შეიძლება, ვიდრე კეთდება. მე არავის ვუპირისპირდები, მინდა რეალურად შეიცვალოს სიტუაცია".

   შაშიაშვილის თქმით, მან გარკვეული გაკვეთილები და ტრენინგები გაიარა ევროპის საუკეთესო ექსპერტებთან ეკონომიკაში, პოლიტიკასა დ ა ფილოსოფიაში რის შემდეგაც გარკვეული კორექტივების შეტანა მოუწია ბევრ საკითხში. მაგალითად, კონკურსების საკითხში.

   -"მერიაში არავითარი კონკურსები არ იქნება, არამედ არჩევითობა. მიმაჩნია, რომ არც მერი უნდა ნიშნავდეს კანდიდატურებს. მაგალითად, უნივერსიტეტი დანიშნავს ერთ ვიცე-მერს. ყველა სამსახური ჯანმრთელობა, განათლება, კულტურა თავად აირჩევს ხელმძღვანელს.  ამერიკაში განთლების საბჭოს ირჩევს მთელი ქალაქი, მეც წავალ იმ გზით, რომ საბჭო აირჩიოს ქალქმა. მიმაჩნია პოლიციის უფროსს, მოსამართლეს, განთლების საბჭოს მთელი ქალაქი უნდა ირჩევდეს. ბევრი რამ გვაქვს ამერიკიდან ადა ევროპიდან სასწავლი და შემოსატანი". 

 დავით ცხვარაძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: