Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
29-05-2014, 19:46
ნანახია: 716

ნინო ბურჯანაძე:-

   დღეს, კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, კოალიციის თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე და სიის პირველი ნომერი ზაზა ვეკუა ევროსაბჭოს დელეგაციას შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

   –"ჩვენ სტუმრები ჩავაყენეთ საქმის კურსში იმ აშკარა დარღვევებთან დაკავშირებით, რომელსაც უკვე აქვს ადგილი წინა საარჩევნო გარემოს პერიოდში, იმ უთანასწორო გარემოსთან დაკავშირებით, იმ წარმოუდგენლად გაბერილ სიებთან დაკავშირებით, სასაცილოდ არავის არ ჰყოფნის სამ მილიონ ნახევარი ამომრჩეველი საქართველოში. ვთქვით ისიც, რომ ეხლა უკვე ხელისუფლება მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე იგებს თბილისსში არჩევნებს ჩვენს გუნდთან ერთად და ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა არამარტო თბილისსში არამედ საქართველოს ძალიან ბევრ რეგიონში და პრაქტიკულად მთელს ქვეყანაში დაიწყო ხელისუფლებამ სიების განულებაზე მუშაობა და პრაქტიკულად რამდენიმე ათასი ხმა უკვე დაგვაკარგინა ორ რაიონში, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ ამ პროცესის გაგრძელებას. ძალიან შეშფოთებულები უყურებენ ამ პროცესს უცხოელი დამკვირვებლები და წარმომადგენლები, მაგრამ გარდა იმისა, რომ ჩვენ ჩავაყენეთ საქმის კურსსში საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენ დავიცავთ ყველა ჩვენ ხმას. 

   ამჯერად ,,ქართულ ოცნებას" აღარ გაუვა ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაციაში ხმების გადანაწილება და ჩვენი მესამე ადგილზე გადაგდება, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ადამიანი გვიჭერს მხარს!"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.