Iverioni
«    აგვისტო 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
30-05-2014, 00:32
ნანახია: 1710

როგორ  მოვუაროთ  ,,ბოლოჭამიებით“  დაავადებულ  თმებს

თმის ბოლოები უფრო ხშირად იყოფა თუ თმა გრძელია. მისი  ბოლოების გაყოფის მიზეზებია: ქრონიკული ინფექციები, ანემიები, პარაზიტული დაავადებები, არაბალანსირებული კვება,  A, C, E, B ვიტამინების დეფიციტი, ულტრაიისფერი გამოსხივება, ქლორიანი წყალი, ქიმიური დახვევა, ხშირი ღებვა ამიაკის შემცველი საღებავებით, ფენის არასწორი მოხმარება, უხარისხო სავარცხელი და სხვ. 

არსებობს ე.წ. თმის წებო, რომელიც დაბანილი მშრალი თმების ბოლოებზე ისმება და  აწებებს ორად გაყოფილ ბოლოებს. მკურნალობის კურსი დაახლოებით 1-2-3 კვირას შეადგენს. პროცედურა ტარდება კვირაში 3-ჯერ. თუ ამ წებოს შეძენას ვერ შეძლებთ, მაშინ საჭიროა თმების გაყოფილი ბოლოების შეჭრა.
გარდა ამისა, თმების ხარისხის თუ ზრდის გაუმჯობესების მიზნით, გირჩევთ, შეიზილოთ თმებში მაიონეზი და 20  წუთის  შემდეგ ჩამოიბანოთ.

თუ თმა ხუნდება:                          
თავის კანში შეიზილეთ 2-3 სუფრის კოვზი ხახვის ახალგამოწურული წვენი, თავზე დაიხურეთ და 2 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. 
აიღეთ 1 კვერცხი და 6 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი, აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმაზე 15 წუთით და გულდასმით ჩამოიბანეთ. 
ათქვიფეთ ბლენდერში 150 გ ყაბაყი, გამოწურეთ, დაუმატეთ წვენს 0,5 ჭიქა რძე და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. წაისვით თმაზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.