Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
30-05-2014, 16:49
ნანახია: 839

ბათუმში, 100 საწოლიანი მრავალფუნქციური საავადმყოფო წლის ბოლოს გაიხსნება

ბათუმში მშენებარე მრავალფუნქციური მულტიპროფიკური საავადმყოფო,რომელიც  100 საწოლზეა გათვლილი, წლის ბოლოს გაიხსნება. 

საავადმყოფოში,   პაციენტებს კარდიოქირურგიულ მომსახურებასთან ერთად, თითქმის ყველა სახის სამედიცინო მომსახურების მიღება შეეძლებათ.

საავადმყოფოს ბაზაზე იგეგმება „ბაჰჩეშეჰირის" უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა, რომელსაც პროფესორი ისმეთ დინდარი უხელმძღვანელებს. სამედიცინო განათლებას სტუდენტები უნივერსიტეტში, ინგლისურ ენაზე მიიღებენ. 

მსურველები სასწავლო კურსის ნაწილს „BAU"-ს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფილიალში გაივლიან.

 

საავადმყოფოსა და უნივერსიტეტის მშენებლობა თურქული ინვესტიციით ხორციელდება. 

ობიექტის მშენებლობა დღეს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მთავრობის წევრებთან ერთად მოინახულეს.