Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
30-05-2014, 18:47
ნანახია: 694

დაღუპული პოლიციელების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალები სამცხე-ჯავახეთში

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინიციატივით, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ადიგენის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების წინ, დაღუპული პოლიციელების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალები გაიხსნა.

 

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 2008 წელს დაღუპული, ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, 23 წლის ლეიტენანტ არტურ ბერუჯანიანის სახელი ახალქალაქის რაიონის სოფელ ბარალეთში იმ ქუჩას დაერქვა, სადაც გამომძიებელი ცხოვრობდა. ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 2007 წელს დაღუპული ადიგენის რაიონული განყოფილების დაბა აბასთუმნის ქვეგანყოფილების კრიმინალური პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებლის, პოლიციის კაპიტან თამაზ ჩილინგარაშვილის სახელი ეწოდა ადიგენის რაიონის სოფელ არალში მდებარე საბავშვო ბაღს, რომლის აღსაზრდელიც იყო თამაზ ჩილინგარაშვილი.

 

შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნულ ღონისძიებებს დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები დაესწრნენ.