Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
30-05-2014, 22:15
ნანახია: 799

სპორტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებებთან საპატრიარქოს კავშირი არ აქვს

   საქართველოს საპატრიარქო სპორტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  

   "მასმედიის და ბილბორდების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, თბილისში, სპორტის სასახლეში ა.წ. 6-7-8 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რომელსაც ორმოცდაათიანელთა რელიგიური ორგანიზაცია ატარებს და ჩამოყავთ ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის ცნობილი მქადაგებლის, ბილი გრემის შვილი, ფრანკლინი. ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე ვრცელდება არასწორი აზრი, თითქოს აღნიშნული ფესტივალის ერთერთი ინიციატორი არის საქართველოს საპატრიარქო, რაც მრევლში სერიოზულ გაურკვევლობას იწვევს. როგორც აღვნიშნეთ, ღირსი ფრანკლინ გრიმის ჩამოსვლა არის ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის მიერ მოწყობილი და ამ ღონისძიებასთან საქართველოს საპატრიარქოს კავშირი არა აქვს",- ნათქვამია განცხადებაში.