„იგრძენი ქუჩის გულისცემა“

„იგრძენი ქუჩის გულისცემა“

  დღეს, 13 საათიდან რუსთაველი ქუჩის მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს. პროექტის მიზანი ქუჩის მუსიკის პოპულარიზაცია, საერთო ინტერესების მქონე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, განსხვავებული სუბკულტურების მიმართ ტოლერანტობის გაზრდა და საქართველოში ქუჩის მუსიკის კულტურის დანერგვაა. ამ დროისთვის ფესტივალისთვის ყველა სამზადისი დასრულებულია. 

   ფესტივალი ახალგაზრდული ასოციაცია "დრონის" ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალზე 600-მდე მუსიკოსი, მათ შორის 90-მდე ქართული მუსიკალური ჯგუფი, 50-მდე სოლო შემსრულებლებელი, ასევე, მუსიკალური ორკესტრები ჩაერთვებიან. სპეციალურად ფესტივალისთვის ახალგაზრდა მუსიკოსები ლიტვიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან ჩამოვლენ.

   ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, რუსთაველზე მისულ სტუმრებს სპეციალური პროგრამები დაურიგდებათ, რომლის საშუალებითაც ისინი იმ წერტილებს გაეცნობიან, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფების გამოსვლის დრო და ადგილი იქნება მითითებული. 

სპეციალურად ფესტივალისთვის 8 ქვეყნიდან მოწვეული 36 უცხოელი მუსიკოსი მიიღებ მონაწილეობას. 

 

   ფესტივალის მხარდამჭერია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, ასევე კომპანიები - ,,ლიკანი"", ,,ნატახტარი"" და "Shell Lubricant Macro Distributor", საინფორმაციო პარტნიორები კი გაზეთი ,,პრაიმთაიმი", ახალი ამბების სააგენტოები - "პირჭელი", "ფრონტნიუსი" და',,სმო"" არიან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: