მფრინავი მენინგიტი ,,დაფრინავს"!

მფრინავი  მენინგიტი  ,,დაფრინავს"!

   ვრცელდება  ინფორმაცია, რომ მფრინავი მენინგიტის ინფექცია  ქვეყნის მასშტაბით კი არ იკლებს, არამედ   კატასტროფულად  მატულობს!!!

როგორც ცნობილია, განათლების სამინისტრომ ხუთშაბათ-პარასკევს გაცდენილი საგაკვეთილო პროცესის აღდგენა  შაბათის ხარჯზე გადაწყვიტა, თუმცა პედაგოგები და მშობლები სასწავლო პროცესის განახლებას ეჭვის თვალით უყურებენ. 

   ,,დღეს მოსწავლეთა  15%   გამოცხადდა  სკოლაში და ისინიც საწუწაოდ მოვიდნენ. ამის გამო დირექტორმა  სკოლაში  წყლის  მთელი  დღით  გადაკეტვა  გადაწყვიტა", - აღნიშნა ,,ივერიონთან"  საუბარში  თბილისის ერთ-ერთი  საჯარო სკოლის მასწავლებელმა. 

    როგორც პედაგოგები ამბობენ, საქართველოს მასშტაბით  არ ეგულებათ ისეთი საჯარო სკოლა, სადაც დეზინფექციური სამუშაოები  (ქვეყანაში კარანტინის გამოცხადების გარდა) თუნდაც წელიწადში ერთხელ მაინც თავისი სურვილით ჩაეტარებინოს სკოლის დირექციას.  ბავშვებს ჩაკეტილ სივრცეში უწევთ ყოფნა, რადგან დასვენებაზე ეზოებში გამოსვლის პრაქტიკა, ფაქტობრივად,  აღარ არსებობს!

    საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ პოლიკლინიკები და ბავშვთა სახლები ინფიცირებული ბავშვებითაა სავსე-ქუთაისის საავადმყოფოებში კი, საწოლების საკმარისი რაოდენობის არქონის გამო, პაციენტები პირდაპირ დერეფნებში ათევენ ღამეებს. 

   ვრცელდება საგანგაშო ინფორმაციაც: მფრინავი მენინგიტის დიაგნოზით დაღუპულ ბავშვთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათ ექიმები   ანკეტებში  სიმსივნის  ან სხვა ამგვარი დაავადებით გარდაცვალებას უწერენ, რათა იმ რეალურმა მდგომარეობამ, რაც ამ მხრივ ქვეყანაში არსებობს, საზოგადოებაში ზედმეტი  ვნებათაღელვა არ გამოიწვიოს!..

   ,,დეზინფექციის რა მოგახსენოთ, ეგ ბოლოს როდის  ჩატარდა ჩვენს სკოლაში, არც  მახსოვს, თუმცა გვაქვს რაღაც თეთრი ხსნარები ტუალეტებისა თუ სველი წერტილების დასამუშავებლად.

 მოგეხსენებათ, თბილისის საჯარო სკოლები მრავალმოსწავლიანი ან ორცვლიანია და დღის განმავლობაში 1-2 დამლაგებელი ამ სამუშაოს, ფაქტობრივად, ვერ შეასრულებს. ყოველი კვირის ბოლოს თუ მოხერხდა მათი საფუძვლიანი დასუფთავება, ესეც გასაკვირია.

 ისე, ამ  პროცესს  სკოლის დირექტორი უნდა მეთვალყურეობდეს, ხოლო ზემდგომი უნდა აკონტროლებდეს!"

  -,,ბევრმა ჩვენგანმა სასწავლო მასალის დასრულება ვერ შევძელით, თუმცა ამაზე  ნაკლებად ვფიქრობთ, რადგან ახლა ბავშვების სიცოცხლე დევს  სასწორზე!" - აღნიშნავენ პედაგოგები, რომლებიც საკუთარი ვინაობის საჯაროდ დასახელებისგან გასაგები მიზეზების გამო თავს იკავებენ. 

 

                                                                                                  

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: