ღარიბაშვილი რეგიონულ ვოიაჟს აგრძელებს

ღარიბაშვილი რეგიონულ ვოიაჟს აგრძელებს

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან თამარ სანიკიძესთან ერთად, დღეს, სოფელ წიფნარის სკოლის მშენებლობა დაათვალიერა. 

სანიკიძემ მთავრობის მეთაურს განუმარტა, რომ სოფლის სკოლის შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, ამიტომ სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღის შენობაში ტარდებოდა.  

 

სანიკიძის თქმით, სოფელი სკოლის აშენებას 20 წლის განმავლობაში ელოდებოდა, რის გამოც მოსახლეობა სოფელს ტოვებდა. სკოლის მშენებლობის დაწყების შემდეგ, კი, სოფელ წიფნარში, მშობლიურ კერას ოთხი ოჯახი დაუბრუნდა.

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში, ძველი შენობის დემონტაჟი 2013 წელს მოხდა და ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის ფართობი 1000 მ.კვ.მოიცავს. 

 

მშენებლობა გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. 

მიმდინარე წელსვე, გურიის რეგიონში სოფელ ზოტის და სოფელ შუა ამაღლების სკოლების მშენებლობა დაიწყება. ასევე, სრულად რეაბილიტირდება რეგიონის 18 სკოლა.

პრემიერი სკოლის ეზოში შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო. მოსახლეობამ ღარიბაშვილს შიდა გზის ასფალტირება და სოფლის გაზიფიცირება სთხოვა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: