Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
ივნისი 2020 (4)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
1-06-2014, 08:50
ნანახია: 1834

ელენე ხოშტარია:-

   არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS–ის დამფუძნებელ ელენე ხოშტარია გალის რაიონის მოსახლეობის გამოსახლების საფრთხე საუბრობს და აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების რეაგირება აბსოლუტურად არაადეკვატურია. მისივე თქმით საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დღესვე გააკეთონ რეაგირება, თორემ ხვალ უკვე გვიან იქნება. ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი  სიტუაციის შელამაზებას ცდილობს.

   -"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მძიმე რეგიონალურ კონტექსტში ვიმყოფებით. გადავხედოთ რა ხდება უკრაინაში და როგორ მოქმედებს რუსეთი ბოლო თვეების განმავლობაში, ეს არის საკმაოდ მძიმე სურათი. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები არის სწორედ ის ბერკეტი, რომელიც შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ სწორედ ჩვენი სუვერენიტეტის შესალახად. დღეს უკვე დადგა ის მომენტი, როდესაც გვაქვს სინქრონულად ძალიან გამწვავებული სიტუაცია აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. აფხაზეთში ძალიან მკაფიოდ ჩანს რუსული ხელი. ჩვენ გვესმის პირდაპირი მუქარა გალის მოსახლეობის მისამართით, ასევე განცხადებები ევრაზიულ კავშირში შესაძლო შესვლის შესახებ. ეს არის უკვე გაცხადებული, ჩამოყალიბებული პრობლემა". ზაქარეიშვილი ცდილობს მიჩქმალოს სიტუაცია, როდესაც საუბრობს იმაზე რომ, გალის მოსახლეობის გასახლების საფრთხე არ არის, რომ რუსეთს არ აწყობს დაძაბულობა ამ რეგიონში. ბერლინში ვიზიტისას პრემიერმა არათუ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შეფასება არ მოხდინა, არამედ რუსეთი არც უხსენებია როგორც საფრთხე ამ საერთაშორისო ასპარესზე, რაც უნიკალური საშუალება იყო ამ კონკრეტულ სიტუაციაში. ამასთან, არ მომხდარა არცერთი საგანგებო, საჯარო ღონისძიება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მომხრობისკენ იქნებოდა მიმართული"-განაცხდა ხოშტარიამ.