Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
ივნისი 2020 (4)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
1-06-2014, 15:22
ნანახია: 928

ენმ:-

   "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ–მინისტრის გუში ოზურგეთში გაკეთებულ განცხადებას:-"ჩვენ არც ერთ რაიონში, მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ საქართველოს არც ერთ რაიონში ჩვენ არ უნდა დავუშვათ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვება. ეს იქნება პირველ რიგში დამაზიანებელი იმ რაიონის მოსახლეობისთვის, რომელმაც შეიძლება, რომ აირჩიოს სხვა პოლიტიკური ძალის გამგებელი თუ მერი. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი."-ეხმიანება და საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირებლო და არასამთავრობო ორგანიზაციებს განცხადებით მიმართავს.

   -"ოზურგეთში ღარიბაშვილმა უკვე ღიად გამოაცხადა ის რასაც ბოლო ორი კვირაა სწორედ პრემიერ-მინისტრის დავალებით სჩადის საქართველოს ხელისუფლება. დიახ, საქართველოს ხელისუფლება არ და ვერ დაუშვებს, რომ რომელიმე სოფელსა თუ რაიონში  გაიმარჯვოს სხვა პოლიტიკურმა ძალამ და ამისათვის ყველაფერს აკეთებს, აშანტაჟებს და აშინებს კანდიდატებს, ზეწოლას ანხორციელებს მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე, იყენებს ძალოვანი სტრუქტურების ყველანაირ რესურსს და მაქსიმალურად ცდილობს არჩევნების შედეგი არჩევნების დღემდე გააფორმოს.

   სწორედ ეს ხდება საქართველოს უმეტეს საარჩევნო ოლქებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ამ დაშინებებისა და ზეწოლის უშუალო შემსრულებელი და ამ პროცესს კოორდინაციას მინისტრის პირველი მოადგილე ზედელაშვილი უწევს.

   განსაკუთრებული აქტივობაა ქვემო ქართლში. ამ პროცესს რეგიონში სამხარეო პოლიციის უფროსი კვიციანი ხელმძღვანელობს.

   დმანისის საარჩევნო ოლქში შექმნილი სიტუაცია საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. მიუხედავად ცესკოს თავმჯდომარის, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადებისა, მიუხედავად პრესის საკმაო მაღალი ყურადღებისა, ზეწოლა, დაშინება და შანტაჟი ისევ გრძელდება. ამ პროცესს დმანისის პოლიციის უფროსი გიგანი ხელმძღვანელობს.

   გუშინ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ორმა კანდიდატმა "საკუთარი სურვილით" უარი განაცხადა კანდიდატობაზე. ესენი არიან მარინა ბეგდარაშვილი (პარტიული სიის N16) და შოთა ადუაშვილი (პარტიული სიის N6 და განთიადის თემის მაჟორიტარობის კანდიდატი). ამ უკანასკნელთან გუშინ დილით თბილისიდან ჩამოვიდა მისი ძმისშვილი - მევლუდ ადუაშვილი, და აიძულა ბიძა განცხადება დაეწერა, რათა მას და მის ბიზნესს პრობლემები არ შექმნოდა.

   დაძაბული ვითარებაა მარნეულის საარჩევნო ოლქშიც. საკითხი შეეხება ს/ბ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატს - აკმამედ იმამგულიევს. პირველივე დღიდან, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ბატონი იმამგულიევი იქნებოდა გამგებლობის კანდიდატი, საკმაოდ ბევრი ადამიანის, მათ შორის მაღალი      თანამდებობის პირების, მათი ნათესავების, პარლამენტის წევრების მხრიდან იყო პირდაპირი მცდელობა, რათა დაეთანხმებინათ იმამგულიევი მოეხსა კანდიდატურა. თუმცა ვერანაირი დაპირებებითა და დაშინებით შედეგს ვერ მიაღწიეს.

   ამჟამად ახალი მცდელობა წამოიწყეს - დღემდე სრულიად უცნობი არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციის "თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის" თვმჯდომარის ემზარ პაქსაძის სახელით ცესკოში შევიდა განცხადება იმამგულიევის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, იმ მოტივით რომ მას ბოლო ორი წელი მუდმივად არ უცხოვრია საქართველოში.

   მივმართავთ ცესკოს, გამოიჩინოს ობიექტურობა, დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ერთერთი მთავარი მოვალეობა - ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის უზრუნველოს თანაბარი, ერთგვაროვანი საარჩევნო პირობები და გარემო. არ გახდეს ხელისუფლების ბრმა ინსტრუმენტი კანდიდატებსა და საარჩევნო სუბიექტებზე ზეწოლის აღვირახსნილ კამპანიაში.

   მივმართავთ უწყებეთაშორის კომისიას, უზრუნველყოს კანდიდატებზე ზეწოლისა და მათი შანტაჟის თითოეული ფაქტის გამოძიება და კანონით დაგენილი ზემოქმედების განხორციელება.

   მივმართავთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირებლო და არასამთავრობო ორგანიზაციებს განახორციელონ მონიტორინგი თითოეულ ასეთ ფაქტზე",–ნათქვამია განცხადებაში.