ირაკლი კაკაბაძე:-"ქუდზე კაცი გავდივართ!"

ირაკლი კაკაბაძე:-"ქუდზე კაცი გავდივართ!"

   დღეს, 16 საათზე თბილისის საქალაქო სასამრთლოში სანდრო გვირგვლიანის საქმის პროცესი გრძელდება. სასამართლოსთან ოჯახის ახლობლები, მეგობრები და საზოგადოების ნაწილი შეკრებას აპირებს. ისინი გურამ გვირგვლიანს თანადგომას უცხადებენ და კიდევ ერთხელ მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარებას.

   -"ქუდზე კაცი გავდივართ ორშაბათს, ვისაც ღირსების შენარჩუნება უნდა მინდა უმორჩილესად ვთხოვო ყველა ნორმალურ ადამიანს - გვერდში დავუდგეთ არა მხოლოდ გურამ გირგვლიანს, არამედ ირინა ენუქიძესაც, ყველა დაზარალებულსაც და რაც მთავარია ჩვენს ღირსებას და ჩვენი საკუთარი ბავშვების მომავალს. ბევრი პოლიტიკოსი ხელისუფლებაში მოვიდა ირინა ენუქიძის წყალობით. მე იმედი მაქვს ეს ადამიანებიც მოიცლიან და ყურადღებას არ დააკლებენ ამ საკითხს. ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ან ერთი სამეგობროს საქმე. ეს არის ამ ქვეყნის მომავლის საქმე. ქუდზე კაცი გავდივართ ორშაბათს, ვისაც ღირსების შენარჩუნება უნდა.

მინდა უმორჩილესად ვთხოვო ყველა ნორმალურ ადამიანს - გვერდში დავუდგეთ არა მხოლოდ გურამ გირგვლიანს, არამედ ირინა ენუქიძესაც, ყველა დაზარალებულსაც და რაც მთავარია ჩვენს ღირსებას და ჩვენი საკუთარი ბავშვების მომავალს"-წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე.

   ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში პროცესები 8 ივნისამდე ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს გაიმართება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: